ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ანალიზი
რიო დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების ანალიზი

რიოს ოლიმპიურმა თამაშებმა ბევრ წარმატებასთან ერთად დაგვანახა მრავალი პრობლემა, რომლის მოგვარების მიზნით საჭიროა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გაიწეროს სამოქმედო გეგმა და მოხდეს ეტაპობრივი განხორციელება. სამოქმედო გეგმა უნდა იყოს მინიმუმ 4 წლიანი და პრობლემების გადაჭრასთან ერთად მიზნად უნდა ისახავდეს წარმატების მიღწევას, როგორც ოლიმპიურ, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მზადების 4 წლიან პერიოდში, ზაფხულის ოლიმპიური სახეობებისთვის და მათ შორის ოლიმპიური კომიტეტისთვის (იხილეთ დანართები N1 და N3) ჯამში სახელმწიფოს მხრიდან 150 მილიონ ლარამდე იქნა გამოყოფილი. პრობლემები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძირითადად უკავშირდებოდა სპორტსმენთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას, მათი მომზადების ეტაპების დარღვევას და ზოგ შემთხვევაში მწვრთნელების არასწორ მოქმედებას. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფედერაციებს, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდა მოეპოვებინათ ლიცენზია და მონაწილეობა მიეღოთ წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. ასეთი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული 73 სპორტული ორგანიზაციიდან (ფედერაცია, ასოციაცია, კავშირი, კომიტეტი და სხვა) 27 ფედერაციაა, რომელთა ნახევარზე მეტმა (15 ფედერაცია, მთლიანი რაოდენობის 55.5%) ვერ შეძლო ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება (იხილეთ დანართი N3). მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ ოლიმპიური თამაშებზე ჩვენს გუნდში სპორტსმენთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა იყო წარმოდგენილი, პრობლემა მაინც თვალსაჩინოა და ზაფხულის ოლიმპიური სპორტის სახეობების შესაბამისი ფედერაციების უმეტესობას, გარკვეული პრობლემები აქვს მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების კუთხით.

მიმაგრებული ფაილი 1