ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
გიორგი მუჯარიძის ოქრო სლოვაკეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მძლეოსნობაში, გიორგი მუჯარიძემ, 9-10 მარტს სლოვაკეთის ქალაქ შამორინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე -  ევროპის თასზე ტყორცნებში, ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი 20.27 მეტრი დააფიქსირა, ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა და 15 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ მუჯარიძის მედალი პირველი ოქროს მედალია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ რანგის საერთაშორისო ტურნირებზე მძლეოსნობაში (ბირთვის კვრა).

იხილეთ სრული შედეგები