ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
საქართველოში სპორტში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

ქართული სპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ითაა გაზრდილი. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%-ია, ხოლო ქალი სპორტსმენების - 23%.

სპორტში ჩართულობის ზრდას ხელი შეუწყო ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც ძირითადად გამოიხატება სპორტის ბიუჯეტის ზრდაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვასა და ამ სფეროს მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაში.

აღსანიშნავია პარასპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს პარასპორტის პოპულარიზაციასა და მასში ჩართული პირების რაოდენობის ზრდას. ამჟამინდელი მონაცემებით, პარასპორტსმენთა საერთო რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა და ამჟამად 954-ს შეადგენს.