ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლო ტურის პარტიაში, ქართველმა მოჭადრაკეებმა რუსეთის ნაკრებთან 2:2 ითამაშეს და 12 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონი ჩინეთის ნაკრები 18 ქულით გახდა, ხოლო ვერცხლის მედალი რუსეთის ნაკრებმა (14 ქულა) მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრების მსგავსად 12 ქულა დააგროვა, თუმცა უკრაინის ნაკრებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია; კაპიტანი: ელიზბარ უბილავა.