ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: თაქთაქიშვილის მსოფლიო ვერცხლი!

ლას ვეგასში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედალი მოიპოვა - ლაშა თაქთაქიშვილმა (102კგ) საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიგო!
რამდენიმე დღის წინ ასევე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა გურამ გიორბელიძე (67კგ).
ატაცში ლაშამ სამივე ცდა გამოიყენა - ჯერ 123, შემდეგ 127, ბოლოს კი 130კგ დაძლია. აკვრაში მან 154კგ და 160კგ წონის შტანგა დაძლია, ორჭიდის ჯამში 290კგ-ს მოუყარა თავი და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე დადგა.
საგულისხმოა, რომ ლას ვეგასის ფიცარნაგზე ლაშა თაქთაქიშვილმა საქართველოს ორ რეკორდი დაამყარა - ჯერ ატაცში გააუმჯობესა საკუთარი მიღწევა 3კგ-ით, ორჭიდის ჯამში კი ამდენივეთი გაზარდა კიდევ ერთი საკუთარი სარეკორდი.