ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2017-2018 წლის სეზონი შეაჯამა. ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განვლილ სეზონში ფედერაციის მუშაობა შეაჯამა და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ღონისძიებას დაესწრო მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. გიორგაძემ შეაფასა ფედერაციის საქმიანობა და ქართულ კალათბურთს მხარდაჭერა აღუთქვა. პარალელურად, გაიმართა 2017-2018 წლის სეზონის შემაჯამებელი ჟურნალის, რიგით მეშვიდე „წლის წიგნის“ პრეზენტაცია. ჟურნალში შეჯამებულია განვლილ სეზონში ქართულ კალათბურთში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ეროვნული ნაკრების ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ეს არის რიგით მეშვიდე გამოცემა, რომელშიც ასევე თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება და აქტივობა, რომლის ორგანიზატორიც გასულ სეზონში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გახლდათ. 

შემაჯამებელ ღონისძიებას მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები, საკალათბურთო კლუბების ხელმძღვანელები, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი