ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 5 მედალი ტალინიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გადახალისებულმა ნაკრებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, კრისტიან პალასალუს მემორიალზე იასპარეზა.

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ამ შედეგით დაასრულა გუნდმა საერთაშორისო ტურნირი. მემორიალის ჩემპიონები გახდნენ გიორგი გუჯაბიძე (63კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ), იური ლომაძემ (72კგ) და გიორგი ბარბაქაძემ (130კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ფრიდონ აბულაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.