ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ჭიდაობის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა

ბუქარესტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა. ასპარეზობაში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩართვნენ.  ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ. ოქროს მედლის გარეშე დაასრულა ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭდავეთა ნაკრებმა. ვერცხლის მედლები ლაშა გობაძემ (82 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს ლევან ქავჟარაძე (63 კგ) დაეუფლა.