ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: ჭაბუკთა 4 მედალი რუმინეთში

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კონსტანტინ ალექსანდრუს და იოან პოპოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირი  დაიწყო ჭაბუკთა შორის.

პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი მოიგო ბეჟან ბარსიონიძემ (55კგ), გივი ქურხული (60კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ნიკოლოზ სანთელაძემ (48კგ) და დავით აბდალაძემ (60კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დღეს, 13 მაისს ჭაბუკთა ნაკრებს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ჩემპიონობისთვის დავით კუჭუაშვილი (71კგ) და გიორგი ჩიხრაძე (110კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედალს კი საბა გამთენაძე (92კგ) შეუტევს.

UWW-ს ეგიდით მიმდინარე ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 22 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.