ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
გელა ზაალიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია!

გელა ზაალიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია. +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრან სლემი 3 მედლით დაასრულა. ვერცხლის მედალს თემურ ნოზაძე (-60 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვა.