ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 8 მედალი კიევში!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ქართველი ფალავნები განსაკუთრებით წარმატებით 77კგ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ, სადაც გელა ბოლქვაძემ ჩემპიონობა იზეიმა, ბექა მამუკაშვილმა და დემურ ქავთარაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო მეორე იყო.

ამავე ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთით მეტი, 9 მედალი მოიგეს, მათ შორის 4 ოქრო!

10-12 მაისი. სახელოვან უკრაინელ სპორტსმენთა და მწვრთნელმა XXIII მემორიალი. უკრაინა, კიევი
ჩემპიონი:
გელა ბოლქვაძე (77კგ)
II ადგილი: ქერიმ მაჩალიკაშვილი (63კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ)
III ადგილი: დავით ბაკურიძე (63კგ), იური ლომაძე (72კგ), ბექა მამუკაშვილი (77კგ), დემურ ქავთარაძე (77კგ), სულხან ბუიძე (130კგ)