ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: ჭაბუკთა 7 მედალი რუმინეთში

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა კონსტანტინ ალექსანდრუს და იოან პოპოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ტურნირი 7 მედლით დაასრულა - 3 ოქრო, ვერცხლი და 3 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი კვინიკაძის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.

UWW-ს ეგიდით მიმდინარე ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 22 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

11-12 მაისი. თავისუფალი ჭიდაობა - კონსტანტინ ალექსანდრუს და იოან პოპოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. რუმინეთი, ბუქარესტი
ჩემპიონი: ბეჟან ბარსიონიძე (55კგ), დავით კუჭუაშვილი (71კგ), გიორგი ჩიხრაძე (110კგ)
II ადგილი: გიგი ქურხული (60კგ)
III ადგილი: ნიკოლოზ სანთელაძე (48კგ), დავით აბდალაძე (60კგ), საბა გამთენაძე (92კგ)