ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
უფასო საფეხბურთო ვარჯიშების პროგრამა ბავშვებისათვის

საქართველოში ახალი ფორმატის საფეხბურთო აკადემია - #tagsport იწყებს ფუნქციონირებას. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ბავშვები უფასო საფეხბურთო ვარჯიშების პროგრამაში ჩაერთვებიან.

პროცესს უეფა-ს B ლიცენზიის მფლობელი, პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელი ალა ფილინა უხელმძღვანელებს, რომელიც ამავდროულად არის აკადემიისა და ქალთა საფეხბურთო სკოლის - ‘GirlPower’ თანადამფუძნებელი.

საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები იყენებენ განათლების ევროპულ მეთოდებს, იზიარებენ ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბების აკადემიების, აგრეთვე შვეიცარიის ბავშვთა სპორტული ცენტრებისა და აშშ-ის ბავშვთა ფსიქოლოგების გამოცდილებას. TagSport-ის გუნდის მთავარი მისიაა ბავშვებისთვის, განურჩევლად სქესისა და შესაძლებლობებისა ხელმისაწვდომი გახადოს ფეხბურთი.

18 მაისს, 11:00 საათზე ჩატარდება ღია ვარჯიში შერეულ ჯგუფებში, 7-8 წლის ასაკის ბიჭებსა და გოგოებს შორის, რის შედეგადაც შეირჩევიან პროგრამის მონაწილეები.

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ა (სპორტის უნივერსიტეტის უკან მდებარე მინი სპორტული მოედანი). შერჩეული ბავშვებისთვის ვარჯიშები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ქართულ და რუსულ ენებზე. შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მოხვედრილი ბავშვები სრულიად უფასოდ ივარჯიშებენ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/RsnU1PMAB3oAq7Lz8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

Tel.: +995 595 497 927

ელ. ფოსტა: georgiaforpeople@gmail.com