ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
U18: წაგება-მოგება რუმინეთში

საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინული შეკრება დაასრულა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთში ორჯერ ითამაშა: პირველი ამხანაგური მატჩი 0:1 წააგო, გუშინ კი 4:2 გაიმარჯვა.

სვანაძის გუნდისთვის ეს მესამე უცხოური შეკრება იყო. გუნდმა მარტის მიწურულს ორჯერ ითამაშა ავსტრიაში (1:3, 1:0), აპრილის ბოლო რიცხვებში კი ბულგარეთში გაეჯიბრა თანატოლებს (2:0, 1:1).

აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი რამაზ სვანაძის გუნდს, რატომღაც, 19-წლამდელებად განიხილავს, ხოლო რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ცენტრი კი ხსენებულ ორ მატჩს 18-წლამდელთა გუნდს უთვლის.

9 ივნისი, 2019. ამხანაგური. რუმინეთი, ბუქარესტი
4:2 რუმინეთი
გოლები:
1:0 კატრიჩი (47, სკ), 1:1 ვაიდა (69), 2:1 გიორგი გაგუა (84), 2:2 დუმიტრუ (89), 3:2 დავით ლორთქიფანიძე (90), 4:2 გიორგი გულიაშვილი (90)
საქართველო: ლუკა კუტალაძე, დავით სამსონია, თორნიკე ჯანგიძე (ზურაბ ჭავჭანიძე 80), სანდრო კალანდაძე, ლაშა აწყურელი (ცოტნე კაპანაძე 80), ანატოლი მესიაჩენკო (ნიკა გაგნიძე 80), ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი (ბექა ხარაიშვილი 61), გიორგი მოისწრაფიშვილი (დავით ლორთქიფანიძე 65), გიორგი იაკობიძე (გიორგი გაგუა 61), გიორგი გულიაშვილი (კაპ)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

7 ივნისი, 2019. ამხანაგური. რუმინეთი, ბუქარესტი
0:1 რუმინეთი
გოლი:
0:1 მიკულესკუ (44, პენ)
საქართველო: ლუკა კუტალაძე, დავით სამსონია, თორნიკე ჯანგიძე (ზურაბ ჭავჭანიძე 76), სანდრო კალანდაძე, ირაკლი აზაროვი (გივი მუკბანიანი 76), ცოტნე კაპანაძე (ლაშა აწყურელი 55), ანზორ მექვაბიშვილი (შოთა ნონიკაშვილი 76), დავით ლორთქიფანიძე (ანატოლი მესიაჩენკო 62), გიორგი გულიაშვილი (კაპ), გიორგი მოისწრაფიშვილი (გიორგი იაკობიძე 62), გიორგი გაგუა (ბექა ხარაიშვილი 62)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე