ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
დათა ქაჯაიას მე-6 ადგილი და 21 ქულა „სპა-ფრანკორშამზე“

TCR Europe-ის მესამე ეტაპზე, რომელსაც ბელგიაში მდებარე „სპა-ფრანკორშამის“ ავტოდრომმა უმასპინძლა, ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ, რომელიც „კუპრათი“ ასპარეზობს, კვალიფიკაციაში მე-9 შედეგი აჩვენა, ხოლო პირველ რბოლაში მე-6 ადგილი დაიკავა. კვალიფიკაციის შედეგებით დათა მეორე რბოლაზე გრიდის წინა ხაზზე იდგა და მეორე პოზიციიდან იღებდა სტარტს. მის წინ პირველ პოზიციაზე მისი ყოფილი თანაგუნდელი სერბი დუშან ბორკოვიჩი იდგა.

როდესაც ავტომობილები დაიძრნენ, მოულოდნელად ქაჯაიას ავტომობილმა ნელი სვლით დაიწყო გადაადგილება. მიზეზი პიტ ლიმიტერის (სიჩქარის შემზღუდველი პიტ-ლეინზე შესვლისას) გააქტიურება აღმოჩნდა. დათამ დაძვრის ღილაკს დააჭირა, რის შედეგადაც ავტომობილმა დაახლოებით 1 კმ/სთ-ით დაიწყო მოძრაობა. ამან გამოიწვია სიჩქარის შემზღუდველის გააქტიურება. შედეგად, ქაჯაიამ რამდენიმე პოზიცია დაკარგა და საბოლოოდ რბოლას გამოეთიშა.

ქართველმა მრბოლელმა ბელგიაში 21 ქულა მოიპოვა. ამჟამად, ქაჯაია, რომელიც გუნდის 'PCR Sport with Georgia' წევრია, სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-17 ადგილზეა. TCR Europe-ის მეოთხე ეტაპი 13-14 ივლისს ავსტრიაში, „რედ ბულ რინგზე“ გაიმართება.