ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: 3 მედალი ფორტ ვეინის გრან პრიზე

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ფორტ ვეინის გრან პრიზე სამი მედალი მოიგო! ტოკიოს პარალიმპური თამაშების ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს ინდიანაპოლისმა (აშშ) უმასპინძლა.

ფორტ ვეინის გრან პრის ოქროს მედლები და ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს ზვიად გოგოჭურმა (100კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (+100კგ), ხოლო გიორგი გამჯაშვილი (66კგ) მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს დაეუფლა.

ტოკიო 2020-ის დაწყებამდე პარაძიუდოს ნაკრები კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.