ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი მადრიდის „რეალთან“!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში საქართველოს ნაკრებისა და მალაგას „უნიკახას“ ცენტრმა გიორგი შერმადინმა „რეალთან“ მატჩში 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „უნიკახამ“ ევროლიგისა და ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი ოვერტაიმში 103:102 (ძირითადი დრო - 95:95) დაამარცხა. შერმადინმა პარკეტზე 28:52 წუთი გაატარა და მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო შეასრულა ზუსტად.

„ლიგა ენდესაში“ „უნიკახა“ 12 მოგებითა და 7 მარცხით მე-5 ადგილზეა და 2 გამარჯვებით ჩამორჩება მე-3 ადგილზე მყოფ „რეალს“. ჩემპიონატის მომდევნო მატჩში ანდალუსიელები „მანრესას“ 9 თებერვალს უმასპინძლებენ, მანამდე კი ევროთასის შეხვედრაში „ცრვენა ზვეზდას“ ბელგრადში ესტუმრებიან.