ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ბათუმს ძალოსნობის ევროპის ფედერაციის გენერალური მდივანი სტუმრობს

6-13 აპრილს, ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც მედლებთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. ევროპირველობისთვის მიმდინარე საორგანიზაციო საკითების გასაცნობად ბათუმს ესტუმრნენ ევროპის ძალოსობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ფედერაციის ტელევიზიის დირექტორი დევიდ გოლდსტრომი.

სტუმრებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს რამდენიმე სასტუმრო და საშეჯიბრო დარბაზი, ბათუმის ახალი სპორტის სასახლე. ჰასან აკუშს და დევიდ გოლდსტრომს მასპინძლობას უწევენ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. დღესვე, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა დაჟურნალისტებს მიმდინარე საორგანიზაციო საკითხების დეტალები გააცნო.

ევროპელი სტუმრები ნანახით კმაყოფილები დარჩნენ და ქართულ მხარეს გაწეული საორგანიზაციო სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. 2019 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაცია “ევროსპორტზე” გადაიცემა და კონტინენტის პირველობას 60 მილიონიანი აუდიტორია ეყოლება, ასევე რეპორტაჟი იქნება “მატჩ TV”-ზე. საერთო ჯამში, პირდაპირი ეთერი 20 ენაზე 55 ქვეყანაში გაშუქდება. ევროპის ჩემპიონატს ქართული მედიაც აქტიურად გააშუქებს.