ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
მოჭიდავეების ტრიუმფი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს 23 წლამდე ნაკრებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე 9 ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი 9 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი და ყველა მათგანი ტურნირის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ), ივერი ჯულაყიძე (70 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ), ზურიკო ურთაშვილი (125 კგ).