ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის სამგზის გამარჯვებულია!

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 100 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი გუამ ჩო, ხოლო ფინალში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ნოდარ მეტრეველის ხელმძღვანელობით ჯამში 4 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მესამე, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის პირველ დღეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო თემურ ნოზაძე (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.