ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
მორის ყვითელაშვილი ზამთრის უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორია!

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ზამთრის სტუდენტურ თამაშებზე ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 258.02 ქულა დააგროვა და 26 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ყვითელაშვილი მხოლოდ იტალიელ მატეო რიცოსა (273.54) და რუს მაქსიმ კოვტუნს (259.49) ჩამორჩა.