ქართული სპორტის
სტატისტიკა
მსაჯები

გურამ ძაგანია

დაბადების თარიღი 21/12/1941   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტული კვალიფიკაციის დონე  
სპორტული წოდება
სპორტული კლუბების
ქალაქი
სიმაღლე
წონა
   
ბიოგრაფია:

საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი (1982-იდან). იმსაჯა `კეთილი ნების~ თამაშების ქალთა ფინალი (1986), მსოფლიო პირველობის შესარჩევი მატჩები ახალგაზრდულ ნაკრებთა შორის და ევროპის საკლუბო ტურნირების (ჩემპიონთა თასი, თასების თასი, ქალაქების თასი) შეხვედრები. 1968-იდან მსაჯობდა სსრკ ჩემპიონატებისა და სპარტაკიადების შეხვედრებს, 1971-იდან სისტემატურად შედიოდა სსრკ საუკეთესო მსაჯთა ათეულში. 1966-იდან იყო საქართველოს სპორტის აკადემიის ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის მასწავლებელი, 1980-იდან პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1992-იდან _ სპორტის აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და 50 სამეცნიერო სტატია სპორტის საკითხებზე. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი. 

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა