ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
კვლევები
მასობრივი და პროფესიული სპორტის კვლევა ახალგაზრდებში

სპორტის – როგორც პროფესიულის, ისე მასობრივის – განვითარება ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხად არის მიჩნეული. ასე ფიქრობს უმრავლესობა (81%), თუმცა მათი ნაწილი (36%) იმ დათქმით, რომ პრიორიტეტული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. ისინი, ვისაც საბიუჯეტო სახსრების წარმართვა სპორტის განვითარებისათვის არამიზანშეწონილად მიაჩნიათ, უმცირესობაში არიან (17%). ძალიან მცირეა იმ პირთა რიცხვი, ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა (ჯამში 2%). აღინიშნება გარკვეული გენდერული განსხვავება: საბიუჯეტო სახსრების წარმართვა სპორტის განვითარებისათვის მიზანშეწონილად (დათქმის გარეშე) მიაჩნია მამაკაცების 50%-ს და ქალების მხოლოდ 40%-ს. ასაკობრივ ჭრილში ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ 18-25 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეტია იმ პირთა რიცხვი, ვისაც სპორტის განვითარება მიზანშეწონილად (დათქმის გარეშე) 125 მიაჩნია. დასაქმების ჭრილში განსხვავება სანდო არ არის. ყველაზე მკვეთრი განსხვავება გამოვლინდა მატერიალური მდგომარეობის მიხედვით: რაც უფრო მძიმეა მატერიალური მდგომარეობა, მით ნაკლებს მიაჩნია მიზანშეწონილად ფულის წარმართვა სპორტის განვითარებისათვის. სურათი არაერგვაროვანია რეგიონულ ჭრილშიც: სიხშირე პასუხისა – „სპორტის განვითარებისათვის საბიუჯეტო სახსრების წარმართვა ნაკლებად მიზანშეწონილია“ – ყველაზე მაღა-ლია რაჭა-ლეჩხუმში (40%), მცხეთა-მთიანეთში (32%), ქვემო ქართლში (29%), ხოლო ყველაზე დაბალი – შიდა ქართლსა (7%) და კახეთში (10%).

მიმაგრებული ფაილი 1