ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

კახი ცხადაძე

დაბადების თარიღი 07/09/1968   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი ქვემო ქართლი
ქალაქი რუსთავი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

მცველი
1985-1987 - რუსთავის „მეტალურგი“
1988-1989 - თბილისის „დინამო“
1990-1991 - თბილისის „იბერია“
1991 - „სუნდვალი“ (შვედეთი)
1992 - „სპარტაკი“ (მოსკოვი, რუსეთი)
1992 - „დინამო“ (მოსკოვი, რუსეთი)
1993-1996 - „აინტრახტი“ (ფრანკფურტი, გერმანია)
1997 - „ალანია“ (ვლადიკავკაზი, რუსეთი)
1998-2000 - „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
2000-2002 - „ლოკომოტივი“ (თბილისი)
2003-2004 - „ანჟი“ (მახაჩყალა, რუსეთი)

ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი - 1990, 1991
რუსეთის ჩემპიონი - 1992
რუსეთის თასი - 1992

საქართველოს საუკეთესო მცველი: 1990 (ფეხბურთის ფედერაცია)
საქართველოს ჩემპიონატის 22 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #1 - 1990
რუსეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #2 - 1992

დსთ-ის ნაკრებში: 6 მატჩი, 1 გოლი (1992)
საქართველოს ნაკრებში: 25 მატჩი, 1 გოლი (1990-1998)

*-საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის მონაწილე (1990 წლის 27 მაისს თბილისში, ლიტვასთან 2:2)
*-1992 წელს 6-ჯერ ითამაშა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ნაკრებში
*-1992 წლის 29 აპრილს, მოსკოვში, ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებთან (2:2), გოლი გაიტანა
*-1992 წლის 18 ივნისს, შვედეთის ქალაქ ნორჩეპინგში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შოტლანდიის წინააღმდეგ (0:3) ითამაშა
*-საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პირველ ოფიციალურ შეხვედრაში (1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში, მოლდოვასთან 0:1)
*-საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 21 შეხვედრაში
*-2009 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა
*-2015 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 6 წააგო. ბურთების შეფარდება: 11:16
*-მწვრთნელის რანგში 2-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი (2005 - თბილისის „დინამო“, 2006 - ბოლნისის „სიონი“), საქართველოს სუპერთასი (2005 - თბილისის „დინამო“), აზერბაიჯანის ჩემპიონატი (2010 - ბაქოს „ინტერი“), ყაზახეთის სუპერთასი (2017 - ალმატის „კაირატი“) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასი (2011 - ბაქოს „ინტერი“)
*-საქართველოს ნაკრების ღირსებას მისი ვაჟი ბაჩანაც იცავდა

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა