ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

ვახტანგ ბალავაძე

დაბადების თარიღი 20/11/1926   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი სამტრედია
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955, 1957) 

სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში.

ბუქარესტის ახალგაზდრობის 1 მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი.

ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლიდოს (აშშ - 1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული.

ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს.

ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961),

„ფალავნები ხალიჩაზე“ (1968).

თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).

დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" 2 (1972, 1976),

ხალხთა მეგობრობის(1980, ღირსების (1996),

ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით.

ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997).

საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006).

ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

   

მეორე ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, იოკოჰამა, იაპონია
მეორე ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, თეირანი, ირანი
პირველი ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1957, სტამბოლი, თურქეთი
პირველი ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია
მესამე ადგილი(-73 კგ)
ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა