ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

გივი ახვლედიანი

დაბადების თარიღი 17/07/1918   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფრენბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

 თამაშობდა თბილისის “ნაუკასა” და “ლოკომოტივში” მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52). 1960-70-იან წლებში იყო სსრკ ვაჟთა და ქალთა ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის “დინამოს” ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი.
მსოფლიოსა (1952) და ევროპის (1951) ჩემპიონი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75). სსრკ ვაჟთა ნაკრები მისი თავკაცობით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ (1960, 62) და “დინამომ” (1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი.
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში (აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

   

პირველი ადგილი()
ფრენბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1951, პარიზი, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
ფრენბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1952, მოსკოვი, სსრკ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა