ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

რუსუდან ხოფერია

დაბადების თარიღი 09/09/1972   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ბატუტზე ხტომა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მდედრობითი
   
ბიოგრაფია:

მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი სინქრონულ (1993) და ინდივიდუალურ (1999) ხტომაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987, 89, 97 – გუნდური; 1989 – სინქრონული) და ხუთგზის მეორე პრიზიორი (1987, 93 – ინდივიდუალური; 1987, 93, 95 – სინქრონული). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1986 _ ინდივიდუალური; 1989 _ სინქრონული), ოთხგზის მეორე (1987, 90 _ ინდივიდუალური; 1988, 90 _ სინქრონული) და ორგზის მესამე (1988, 89 _ ინდივიდუალური) პრიზიორი, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (1986), სსრკ თასის ორგზის (1987, 89 _ სინქრონული) და დობროვოლსკის თასის სამგზის (1987, 89, 90 _ ინდივიდუალური, 1988 _ სინქრონული) მფლობელი. XXVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, სიდნეი _ VII ადგილი, 2004, ათენი _ IX ადგილი). 17 წლის განმავლობაში (1987-04) მას ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი (ვარჯიშის სირთულის მიხედვით). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.

  •  
   

მეორე ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ესენი, გერმანია
პირველი ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
პირველი ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
პირველი ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა