ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

სლავა მეტრეველი

დაბადების თარიღი 30/05/1936   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სხვა
ქალაქი სხვა
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

თავდამსხმელი. თამაშობდა სოჭის “სპარტაკში” (1953-54), გორკის “ტორპედოში” (1955-56), მოსკოვის “ტორპედოშისა” (1956-62) და თბილისის “დინამოში” (1963-71). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი (11 გოლი). მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966) და მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 375 მატჩი (83 გოლი). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1960, 64), მეორე (1957, 61) და მესამე (1967, 69) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1960) და ფინალისტი (1958, 61, 70). გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (113 გოლი). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1964). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო გორის “დილის” მთავარი მწვრთნელი (1978-79). 1968 წლის 6 ნოემბერს ითამაშა “მარაკანაზე” ფიფას ნაკრებში ბრაზილიის წინააღმდეგ _ მატჩი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატებში ბრაზილიის ნაკრების პირველი გამარჯვების 10 წლისთავს მიეძღვნა, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

   

პირველი ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა