ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

ალექსანდრე მეტრეველი

დაბადების თარიღი 02/11/1944   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ჩოგბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

უიმბლდონის სამგზის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში (1973)

შერეულ წყვილებში (1968, 70 - ოლგა მოროზოვასთან ერთად).

ევროპის 16-გზის ჩემპიონი (აქედან 1970-71, 73, 75, 77-78 წლებში - ერთეულთა თანრიგში),

სსრკ 29-გზის ჩემპიონი (აქედან 1966-67, 69-76, 78, 80 წლებში - ერთეულთა თანრიგში).

სსრკ ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975).

ერთადერთი საბჭოთა ჩოგბურთელი კაცი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა (1974-ში - მე-9 ნომრად).

18 წელიწადს შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში, აქედან 12-ჯერ - პირველ ნომრად (1966-67, 69-78).

მონაწილეობა მიიღო “დიდი სლემის” 23 ტურნირში (74 შეხვედრიდან 52 მოიგო).

სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა “დევისის თასის” 38 მატჩში (105 შეხვედრიდან 80 მოიგო).

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ღირსების ორდენის კავალერი.

მოთამაშის კარიერის დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს სსრ სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,

სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

უზბეკეთის ნაკრების კონსულტანტი.

ამჟამად რუსული ტელეკომპანია HTB-ს სპორტული კომენტატორია.

   

პირველი ადგილი()
ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი (მოყვარულები) 1970
პირველი ადგილი()
ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი (მოყვარულები) 1970

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა