ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

ნონა გაფრინდაშვილი

დაბადების თარიღი 03/05/1941   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ჭადრაკი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სამეგრელო და ზემო სვანეთი
ქალაქი ზუგდიდი
წონა
სქესი მდედრობითი
   
ბიოგრაფია:

სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1964, 73, 81, 83, 85), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 72). ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 75). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997) დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-96) და საპატიო პრეზიდენტი (1996-იდან). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-86). 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (2001). ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

  •  
   

პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა 1992, მანილა, ფილიპინები
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა 1986, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადა 1984, სალონიკი, საბერძნეთი
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადა 1982. ლიუცერნი, შვეიცარია
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადა 1980, ლა ვალეტა, მალტა
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადა 1978, ბუენოს აირესი, არგენტინა
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა VI საჭადრაკო ოლიმპიადა 1974, მედელინი, კოლუმბია
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა V საჭადრაკო ოლიმპიადა 1972, სკოპლე, იუგოსლავია
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა IV საჭადრაკო ოლიმპიადა 1969, ლიუბლინი, პოლონეთი
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა III საჭადრაკო ოლიმპიადა 1966, ობერჰაუზენი, გფრ
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა II საჭადრაკო ოლიმპიადა 1963, სპლიტი, იუგოსლავია
მეორე ადგილი()
ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1978, ბიჭვინთა, სსრკ
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1975, ბიჭვინთა, თბილისი, სსრკ
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1972, რიგა, სსრკ
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1969, თბილისი, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1965, რიგა, სსრკ
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1962, მოსკოვი, სსრკ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა