ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

ლაშა ტალახაძე

დაბადების თარიღი 02/10/1993   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ძალოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი საჩხერე
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ძალოსნობა (+105კგ წონითი კატეგორია)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 2016 (რიო დე ჟანეირო)
მსოფლიოს ჩემპიონი: 2015, 2017
მსოფლიოს ჩემპიონი (იუნიორები): 2013
ევროპის ჩემპიონი: 2016, 2017, 2018
ევროპის ჩემპიონი (23-წლამდელები): 2016
ევროპის ჩემპიონი (იუნიორები): 2010, 2011
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (იუნიორები): 2013
საქართველოს ჩემპიონი: 2013, 2016, 2017
საქართველოს ჩემპიონი (ახალგაზრდები): 2013
კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი: 2015

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2017
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2016, 2017
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი (IWF)- 2017

სხვა ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2016

*-ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ
*-მისი მამა კობა ტალახაძე ყოფილი ძალოსანია, XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ნაკრების წევრიც იყო
*-2013 წლის 17 ოქტომბერს, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე, აკრძალული პრეპარატი სტანოზოლოლი აღმოუჩინეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
*-მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, ორჭიდში 454კგ დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოჩევი გახდა, თუმცა ის მოგვიანებით დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა, მისი შედეგი გაუქმდა და ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ლაშა ტალახაძეს მიენიჭა
*-2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა ორჭიდში მსოფლიო რეკორდით მოიგო - 473კგ დაძლია. წინა მსოფლიო რეკორდი - 472კგ - ირანელმა ძალოსანმა ჰუსეინ რეზაზადემ 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე დაამყარა
*-2016 წლის 20 დეკემბერს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ლაშა ტალახაძის შესახებ გამოცემული წიგნის „ლაშა ტალახაძე“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების“ სერიით გამოიცა, მისი ავტორი კი სპორტული ჟურნალისტი ოთარ მაღლაკელიძეა
*-მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში - 220კგ, ორჭიდში კი გააუმჯობესა თავისივე მიღწევა - 477კგ
*-43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნით, ლაშა ტალახაძე ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი გახდა

   

პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ანაჰაიმი, აშშ
პირველი ადგილი(+105 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, სპლიტი, ხორვატია
პირველი ადგილი(+105)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, ფიორდე, ნორვეგია
პირველი ადგილი(+105)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ჰიუსტონი, აშშ
პირველი ადგილი(+105 კგ)
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა