ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

შოთა ხაბარელი

დაბადების თარიღი 26/12/1958   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ძიუდო
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი შიდა ქართლი
ქალაქი ქარელი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ძიუდო (78კგ წონითი კატეგორია)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1980 (მოსკოვი; 78კგ)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1983
ევროპის ჩემპიონი: 1979 (გუნდური), 1983 (გუნდური), 1985 (გუნდური)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1979 (პირადი), 1980 (გუნდური), 1982 (პირადი, გუნდური)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1981, 1983
სსრკ ჩემპიონი: 1982, 1985
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი: 1983
თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი: 1984, 1986
თბილისის საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი: 1981
თბილისის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი: 1982, 1985
პოლონეთი ღია ჩემპიონატის გამარჯვებული: 1978
უნგრეთის თასის გამარჯვებული: 1979
ჰოლანდიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული: 1984
ლვოვის (სსრკ, უკრაინა) საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი: 1980
პოტსდამის (გდრ) საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი: 1981
უნგრეთის თასის გათამაშების ვიცე-ჩემპიონი: 1985
ძიგორო კანოს თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1982
ჩეხოსლოვაკიის თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1983
საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში: 1981

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1980
სპორტის რაინდი - 2006

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2000
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი - 2002, 2003, 2006
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

*-შოთა ხაბარელის შედეგები 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე:
1/16-ფინალი: თავისუფალი იყო
1/8-ფინალი: ჰარალდ ჰაინკე (გდრ) - მოგება
1/4-ფინალი: გეორგი პეტროვი (ბულგარეთი) - მოგება
1/2-ფინალი: მირჩა ფრაციჩა (რუმინეთი) - მოგება
ფინალი: ხუან ფერერი (კუბა) - მოგება

*-1987-1991 და 1997-2009 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2002, 2003 და 2007 წლებში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, 2006 და 2008 წლებში კი მსოფლიოს გუნდური პირველობა
*-შოთა ხაბარელი იმ მცირე ძიუდოისტთა შორისაა, რომლებმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული სპორტულ და სამწვრთნელო კარიერაში მოიგეს. 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მისმა გაწვრთნილმა ზურაბ ზვიადაურმა გაიმარჯვა, 2008 წელს, პეკინში კი ირაკლი ცირეკიძემ
*-ევროპის ძიუდოს კავშირმა 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში შოთა ხაბარელს წლის მწვრთნელის ტიტული მიანიჭა
*-მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ძიუდოში
*-2003 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ შოთა ხაბარელს წლის მწვრთნელის წოდება მიანიჭა
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ავთანდილ გურასაშვილის წიგნი „შოთა ხაბარელი“
*-2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“). იმავე პერიოდში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2016 წლიდან - მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
*-მისი ვაჟი მამუკა ხაბარელი ასევე ძიუდოისტი იყო, დღეს კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია

   

მეორე ადგილი(-78 კგ)
ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1982, მილანი, იტალია
პირველი ადგილი(-78 კგ)
ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1985, ბრიუსელი, ბელგია
მესამე ადგილი(-78 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1983, პარიზი, საფრანგეთი
მეორე ადგილი(-78 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1982, როსტოკი, გდრ
მესამე ადგილი(-78 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1981, დებრეცენი, უნგრეთი
მეორე ადგილი(-78 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1979, ბრიუსელი, ბელგია
მესამე ადგილი(-78 კგ)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 1983, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი(-78 კგ)
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა