ქართული სპორტის
სტატისტიკა
სპორტსმენები

ვაჟა კაჭარავა

დაბადების თარიღი 02/01/1937   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფრენბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1964). თამაშობდა თბილისის ”ბურევესტნიკში” (1955-64) და მოსკოვის ”დინამოში” (1965-71), იყო ამ გუნდების კაპიტანი, თამაშობდა სსრკ ნაკრებში (1959-უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე პრიზიორი (1963). მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის (1973-81 თამაშობდა სსრკ უმაღლეს ლიგაში) და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-77), სსრკ სტუდენტური ნაკრების მწვრთნელი (1977), საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-94), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთის ფედერაციისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1990 წელს დაასახელეს სსრკ საუკეთესო მწვრთნელთა შორის. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სეოკის ღირსების ორდენების კავალერი.

   

პირველი ადგილი()
ფრენბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1967, თურქეთი
მესამე ადგილი()
ფრენბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1963, რუმინეთი
პირველი ადგილი()
ფრენბურთი - მსოფლიოს თასი 1965, პოლონეთი
მესამე ადგილი()
ფრენბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, ჩეხოსლოვაკია
პირველი ადგილი()
ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა