ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ათლეტიზმი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ათლეთიზმი ( იგივე - ფაურლიფტინგი) XX საუკუნის 60-იან წლებში დაინერგა თსუ - ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგის კონსტანტინე ზაუტაშვილის თაოსნობით. ათლეტიზმის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე მხატვარ-მულტიპლიკატორ ავენირ ხუსკივაძეს.1986 წელს შეიქმნა საქართველოს ნაკრები გუნდი (მწვრთნელი - ზაზა ჯაფარიძე),რომელმაც იმავე წელს ლიტვის ქალაქ შაულიაიში გამართულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა .1990 წელს დაფუძნდა საქართველოს ათლეთიზმის ფედერაცია. ქართველ სპორტსმენთაგან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველმა მოიპოვა სიღნაღელმა შოთა ბეჟაშვილმა (1993 წელი).მან წოლჭიმში 110 კგ-მდე წონით კატეგორიაში 245 კგ აჭიმა და მსოფლიოს რეკორდი 15 კგ-ით გააუმჯობესა. 2012 წლის მონაცემებით,სახეობების მიხედვით სხვადასხვა ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ შოთა ბეჟაშვილმა,გიორგი მინდიაშვილმა,იოსებ ხარაბაძე,ვეფხია ჯმუხაძე,ბორის სარალიძე,გერონტი ჯმუხაძე,ზურაბ ჭავჭანიძე,კობა ალუდაური,ხვიჩა მამედოვი,ვლადიმერ ნაზღაიძე,ზაურ ჯავახიშვილი,ვაჟა გივიშვილი,კახა დათუკიშვილი,ავთანდილ მამალაძე,ალექსი ორკოდაშვილი,ნიკოლოზ ვეფხვაძე,კახაბერ ერგემლიძე,მანუჩარ ჭინჭარაული,გიორგი მესაბლიშვილი,გოჩა გუძუაძე,ლევან გილიგაშვილი,თეიმურაზლუტიძე,ალექსანდრე ფეიქრიშვილი,ნოდარ ტატიშვილი. ასევე წარმატებული ატლეტები არიან გიორგი ჩაკვეტაძე,პაატა ქავთარაძე,ივანე კობიაშვილი,ბექა მაზანიშვილი,საქართველოს ათლეტიზმის ფედერციამ კაცებში XX საუკუნის საუკეთესო ქართველ ათლეტად დაასახელა - შოთა ბეჟაშვილი, ქალებში - ნაზი გოგიშვილი, საუკეთესო მწვრთნელი - ზურაბ ჭავჭანიძე.

    შედეგები
    ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
    შოთა მიშველიძე -62კგ - მეორე ადგილი
    მკლავჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატი 2013, გდინია, პოლონეთი
    გიორგი თვალიაშვილი 85 კგ - მეორე ადგილი
    მკლავჭიდი - ევროპის ჩემპიონატი 2005, სოფია, ბულგარეთი
    ალექსი ფრეწუაშვილი 55 კგ - პირველი ადგილი
    ძიუდო - მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2006, პარიზი, საფრანგეთი
    გრიგოლ მამრიკიშვილი -81 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2010, ბაქო, აზერბაიჯანი
    მალხაზ ზარქუა -60 კგ - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - მამაკაცთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2003, პლოვდივი, ბულგარეთი
    ბაადურ ჯობავა - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, მოსკოვი, რუსეთი
    ბადრი ხასაია -74 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2010, ბაქო, აზერბაიჯანი
    ოთარ თუშიშვილი -66 კგ - მესამე ადგილი