ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
თანამედროვე ხუთჭიდი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში თანამედროვე ხუთჭიდი 1950-იან წლებში დაინერგა. სსრკ ჩემპიონატში პირველი მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა თბილისელმა ანატოლი პევცოვმა. პირველი თაობის ხუთჭიდელთა შორის იყვნენ რევაზ მანჯავიძე, ივანე მიხაილიცკი, ანატოლი პევცოვი, ჯუანშერ ზალდასტანიშვილი, გურამ კალმახელიძე, ვალერიან როგავა და სხვები. 1981 წელს საქართველოს გუნდმა სსრკ ჩემპიონატში გაიმარჯვა, ევროპის თასის გათამაშებაში კი სსრკ ნაკრების სახელით მესამე ადგილზე გავიდა. 1985 წელს იგორ ბრიზგალოვმა პირად შეჯიბრებაში ევროპის თასი დაისაკუთრა. 1988 წელს სსრკ ნაკრებთან ერთად ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როლანდ ლოხიშვილი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ვახტანგ იაგორაშვილმა (მწვრთნელი – ამირან შეროზია), რომელიც 1980-იან წლებში მსოფლიოს უძლიერეს ხუთჭიდელთა რიგებში შედიოდა. მან სეულის ოლიმპიურ თამაშებში პირად ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი აიღო, მომდევნო წელს ასევე პირად ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდა, 1990 წელს კი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის ფედერაცია. 2003 წელს გამოეყო საქართველოს ცხენოსნობისა და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციას (შეიქმნა 1991 წელს, საერთაშორისო ფედერაციის წევრია 1992 წლიდან) და დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატუსით. 2003 წელს გაწევრიანდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში (UIPM). პრეზიდენტები: ვალერიან როგავა (2003-04), ჯუანშერ ზალდასტანიშვილი (2004-?), ვიაჩესლავ მალიშევი (დღემდე).

    შედეგები
    თანამედროვე ხუთჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ლახტი, ფინეთი
    ვახტანგ იაგორაშვილი - პირველი ადგილი
    თანამედროვე ხუთჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ვახტანგ იაგორაშვილი - მესამე ადგილი
    თანამედროვე ხუთჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ვახტანგ იაგორაშვილი - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    ვახტანგ იაგორაშვილი - მესამე ადგილი