ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
კარატე
სპორტის სახეობის აღწერა

კარატეს ქართული ისტორია 1967 წლიდან იწყება. მაშინ ჩვენში არ იყო კარატეს არც ერთი სპეციალისტი, არ მოიპოვებდა სრულფასოვანი ლიტერატურა, მაგრამ  ეთუზიასტთა ჯგუფმა (ზურაბ ლეჟავა, მიხეილ წვერავა, გურამ ბარაბაძე, პაატა ჯიჯეიშვილი, ვლადიმერ გონჩარენკო, გოგა ბერიძე, დავით სუხიშვილი, იური ყეინაშვილი, დავით სულაქველიძე, თემურ რამიშვილი, სიმონ დარახველიძე, საშა მაისურაძე, ომარ რევიშვილი, დავით ტევზაძე, სოსო დოლიძე) საფუძველი ჩაუყარა კარატეს განვითარებას. ხელისუფლება დევნიდა ყველას  ვინც ამ აღმოსავლური ორთაბრძოლით იყო გატაცებული. ანალოგიური მდგომარეობა იყო საბჭოთა კავშირის სხვა რესპულიკებშიც, მაგრამ 1979 წლისთვის ამ სახეობაში მოვარჯიშეთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა კარატე, როგორც სპორტის სახეობა. ქართველი კარატისტები, რომლებსაც უკვე ვარჯიშის ათწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, მომზადებულნი შეხვდნენ ამას. დაიწყო მათი წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ტურნირებსა და ჩემპიონატებში.

1982 წელს ტალინში, საბჭოთა კავშირის II ჩემპიონატში, ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ბაკურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, რისთვისაც სპორტის ასტატის, მის მცვრთნელ ზურაბ ლეჟავას კი საქართველოს დამსახურებული მცვრთნელის წოდება მიენიჭა (ქართველ სპორტცმენთა შორის ბაკურაძე ერთადერთი სსრკ ჩემპიონი და სპორტის ოსტატია).

საქართველოს კარატეს ფედერაცია 1980 წელს დაფუძნდა, ამავე წელს ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი. 1983 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით კარატე აიკრძალა, მისი სწავლება კი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 80-იანი წლების ბოლოს , მას შემდეგ, რაც კარატე კვლავ ლეგალიზებული იქნა, საქართველოში კარატეს განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო. 1989 წელს გაჩნდა უცხოელ სპეციალისტებთან კავშირის დამყარებისა და მათი მოწვევის შესაძლებლობა. სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოვიდნენ სახელოვანი იაპონელი კარატისტები:  კანაზავა, ხიგაონა, სუზუკი, ნანბუ, იკატა, ხისატაკა, კასუია და სხვები. შედეგმაც არ დააყოვნა - ქართველმა სპორტსმენებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე.

1989 წელს საქართველოს ტრადიციული კარატე-დოს ფედერცია მსოფლიო ფედერციაში გაწევრიანდა.

1990 წელს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ჩვენი სპოტსმენები (კახა ბასილია, თემურ ცქიტიშვილი, გია ბაკურაძე, კახა ქუთათელაძე, ავთანდილ რაზმაძე, სპარტაკ გოცირიძე) დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველად გამოვიდნენ  მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1990- იან წლებში ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ მსოფლიო კარატეს აღიარებული ოსტატები - ილია იორგა, ჰიროკაზუ კანაზავა, ჰიტოში კასუი. ჩამოყალიბდა კარატეს სხვადასხვა მიმართულების ეროვნული ფედერაციები (შიტოკანი, ვადორიუ, შიტორიუ, გოჯურიო, კიოკუშინკაი და სხვ). 1997 წლიდან საქართველოს ნაკრები მონაწილეობს  WKF - ის ეგიდით გამართულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში.

2006 წელს შეიქმნა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია (პრეზიდენტი - კახა ბასილია), რომელიც კოორდინაციას უწევს კარატეს სხვადასხვა სახეობების განვითარებას.  კარატეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები არიან ზურაბ ლეჟავა, გელა პავლიშვილი, კახა ბასილია, ომარ რევიშვილი და ავთანდილ ჭუმბურიძე.

    შედეგები
    კარატე - მსოფლიო ჩემპიონატი 2008, ტოკიო, იაპონია
    გოგიტა არქანია 84 კგ - მესამე ადგილი
    კარატე - მსოფლიო ჩემპიონატი 2014, ბრემენი, გერმანია
    გოგიტა არქანია 84 კგ - პირველი ადგილი