ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
მშვილდოსნობა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში მშვილდოსნობა ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული. ამის დასტურია არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი მასალები, ქართული ზეპირსიტყვიერება, არაერთი ლეგენდა, ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვა წერილობითი წყარო. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში ხმარობდნენ სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის მშვილდებს.

თრიალეთში 1935 წელს ნაპოვნ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახულია მშვილდ-ისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები. მშვილდები ძირითადად ხისგან მზადდებოდა, მაგრამ სხვა მასალებსაც იყენებდნენ, “მშვილდმოქმედნი აკეთებდნენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან” (ვახუშტი, “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”). მარჯვე მოისართა შორის მოიხსენიებიან ცნობილი მოღვაწენი და ლიტერატურული გმირები: “იყო ესე ლაშა-გიორგი – ახოვანი, ძლიერი, მხნედ მოისარი” (მემატიანე); გიორგი მესამე იყო “ვითარ ჩუბინ უცდენელი მსროლელი” (“ქართლის ცხოვრება”); “მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა” (მოსე ხონელი); “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია” (შოთა რუსთაველი); “დია კარგია სხვებიცა ზნეობა-საქციელები, მშვილდ-ისარი და ბურთობა, ორივე ცხენ-ფიცხელები” (არჩილი); “უნდა მშვილდი დაწეული” (თეიმურაზ მეორე). მიზანში ზუსტად მსროლელს ჩუბინს ეძახდნენ. 

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჩუბინი “ესე არს კაცი ისართა, თოფთა, ქვათა უცდენელად ისროდეს”. მშვილდოსნობაში საგანგებო საწვრთნელი ვარჯიშები იმართებოდა, სამიზნე საგანს განსაზღვრულ სიმაღლეზე შემოდებდნენ და მას სასაგნოს უწოდებდნენ. “სასაგნო ასაბადი. ესე არს მშვილდოსანნი, სადა ნიშანსა დასდებენ ისართა სასროლელად ხელის წაყრის სიმარჯვისათვის” (სულხან-საბა ორბელიანი).

როგორც სპორტის სახეობა, მშვილდოსნობა საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში შემოვიდა. ქუთაისელი სპეციალისტის შალვა ჯაშიაშვილის თაოსნობით მოეწყო მწვრთნელთა მოსამზადებელი პირველი სემინარი. მშვილდოსანთა პირველი შეჯიბრებები გაიმართა ქუთაისში, შემდეგ – თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით – სოხუმსა და თელავში. ეს სახეობა დაინერგა “კოლმეურნეში”, “ლოკომოტივში”, “ბურევესტნიკში”, “სპარტაკსა” და სხვა სპორტულ საზოგადოებებში, უმაღლესი დაოსტატების რესპუბლიკურ და თბილისის სპორტულ სკოლებში, ოლიმპიური რეზერვების სკოლაში. პირველი სასროლეთები მოეწყო თბილისში (“ლოკომოტივის” სტადიონზე), ქუთაისში, ანგისაში (ბათუმთან ახლოს). მშვილდოსნობა განსაკუთრებით პოპულარულია აჭარაში.

1975 წელს თბილისში გაიმართა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება (ე.წ. სამთა ტურნირი სსრკ პროფკავშირების, პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებების მონაწილეობით), 1979 წელს – პოპულარული “გაზაფხულის ისრები” (16 ქვეყანა), რომელსაც FITA-ს პრეზიდენტი, იტალიელი ფრანჩესკო რუსკონიც ესწრებოდა. საკავშირო სარბიელზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლიუბოვ სორდია-ასატუროვამ (1971 წლის სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი), ევროპისა და მსოფლიო ასპარეზზე თავი გამოიჩინა ქეთევან ლოსაბერიძემ, რომელმაც 1972 წლის ევროპის ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი მოიპოვა, 1973 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლოსაბერიძის გამარჯვება ოლიმპიურ თამაშებში 1980 წელს.
პირველი თაობის მშვილდოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: გივი არჩვაძე, გიორგი გორდეზიანი, გუგული რიჟამაძე, ვასილ ტროპინი, ალექსანდრე მეჟავიძე, ნიკოლოზ ნოვოსელცევი, ცისანა სუმბაძე და სხვები. 80-90-იან წლებში დიდ წარმატებას მიაღწიეს ირინა გრებნიკოვამ, ვლადიმერ რეშეტოვმა, ხათუნა ქვრივიშვილმა და ნატო ნასარიძემ. 2002 წელს საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა (მწვრთნელი – თამაზ ფუტკარაძე) ევროპის გუნდურ პირველობაში II ადგილი დაიკავა.

საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაცია. 1991 წლიდან შედიოდა საქართველოს სროლისა და მშვილდოსნობის ერთიან ფედერაციაში, რომელიც 1992 წლიდან გაწევრიანდა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში (FITA). 2002 წლიდან არსებობს დამოუკიდებელი ფედერაციის სტატუსით. პრეზიდენტები: ქეთევან ლოსაბერიძე (2002-04), თენგიზ ტერუნაშვილი (2004-?),  ხათუნა ნარიმანიძე (დღემდე)

    შედეგები
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვის 2010, პორეჩი, ხორვატია
    ხათუნა ნარიმანიზე - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1992, ვალეტა, მალტა
    ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1992, ვალეტა, მალტა
    ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1990, ბარსელონა, ესპანეთი
    ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1990, ბარსელონა, ესპანეთი
    ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვის 2011, კამბრისი, ესპანეთი
    ქრისტინე ესებუა - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვის 2011, კამბრისი, ესპანეთი
    ხათუნა ნარიმანიზე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1990, ბარსელონა, ესპანეთი
    ნატო ნასარიძე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1990, ბარსელონა, ესპანეთი
    ნატო ნასარიძე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2000, მადრიდი ესპანეთი
    ხათუნა ნარიმანიზე - მეორე ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვის 2010, პორეჩი, ხორვატია
    ასმათ დიასამიძე - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვი 2004, სასარი, იტალია
    ასმათ დიასამიძე - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - მსოფლიო თასი 2008, სანტო დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა
    ქრისტინე ესებუა - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვის 2010, პორეჩი, ხორვატია
    ქრისტინე ესებუა - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - მსოფლიო თასი 2008, სანტო დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა
    ხათუნა ნარიმანიზე - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზებისთვი 2004, სასარი, იტალია
    ხათუნა ნარიმანიზე - მესამე ადგილი
    მშვილდოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, ტურინი, იტალია
    ქრისტინე ესებუა - მეორე ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1980, კომპიენი, საფრანგეთი
    ქეთევან ლოსაბერიძე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1978, სტოუნლეიგი, დიდი ბრიტანეთი
    ქეთევან ლოსაბერიძე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1972, ვალფერდანჟი, ლიუქსემბურგი
    ქეთევან ლოსაბერიძე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1972, ვალფერდანჟი, ლიუქსემბურგი
    ქეთევან ლოსაბერიძე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, პუნტა-ალა, იტალია
    ქეთევან ლოსაბერიძე - პირველი ადგილი
    მშვილდოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1973, გრენობლი, საფრანგეთი
    ქეთევან ლოსაბერიძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
    ქეთევან ლოსაბერიძე - პირველი ადგილი