ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
სასტენდო და ტყვიის სროლა
სპორტის სახეობის აღწერა

სასტენდო სროლა

 

საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით. ამ კავშირის წევრები – ვლადიმერ ჯაბახაძე, გურგენ ავალოვი, პეტრე სარქისოვი, დავით ცაგარეიშვილი და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა. 

1940-იან წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების კონდრატ ციმაკურიძისა და ვლადიმერ ბურჯანაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე – ბორის ოსიპოვი) და სპორტული სექცია. 1947 წელს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტსაზოგადოებებში “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში.

საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში სსრკ ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, 1947-ში – სარქისოვმა, 1950-ში – ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში – ბორის ანტონოვმა, დავით ცაგარეიშვილმა, კარლო დარასელიამ, იური საგანელიძემ, ზურაბ მაჩხანელმა და ვილი ალავერდოვმა. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. 

1954 წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ტარიელ ჟღენტმა, რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ – მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, 1973 წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა თამაზ იმნაიშვილმა – ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. 1970-იან წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა თემურ მატოიანმა – ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა.
სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს 1995 წელს მიაღწიეს: თამაზ იმნაიშვილმა, დავით ქვათაძემ და გივი შენგელიამ მსოფლიოს თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი – ბრინჯაოსი.

 

ტყვიის სროლა

საქართველოში ტყვიის სროლა, როგორც სპორტის სახეობა, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან განვითარდა. სამხედრო ნაწილების სასროლეთებზე გახსნილ სასწავლო ჯგუფებში ერთიანდებოდნენ მეტწილად სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეჯიბრებებში არმიის სპორტკლუბის სახელით გამოდიოდნენ. ასეთი ჯგუფები გაიხსნა სპორტსაზოგადოება "დინამოსა" და დოსააფის ორგანიზაციებშიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დოსააფის ტირები მოეწყო თბილისში - რუსთაველის მოედანზე, ყოფილ ენგელსის (ახლანდ. ლადო ასათიანის) ქუჩაზე და ვაშლიჯვარში, ბესიკის ქუჩაზე კი განახლდა "დინამოს" ტირი. 1959 წელს ავჭალაში მწყობრში ჩადგა არმიელთა კეთილმოწყობილი სასროლეთი. მარტივი ტიპის სასროლო ნაგებობები აშენდა გორში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში, ეშერის სასროლეთი კი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
რაც უფრო ფართოვდებოდა სპორტული ბაზების ქსელი, იზრდებოდა ტყვიის სროლაში მომეცადინეთა რიცხვიც. გამოჩნდნენ ოსტატი მსროლელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჯერსაკავშირო, შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებებში. პირველი თაობის მსროლელთა შორის გამოირჩეოდნენ გიორგი ბექთაშევი, არტემ ბარათაშვილი, ვაზგენ გაბრიელიანი, ლევ ვაინშტეინი, ოთარ მელია და სხვები. 60-იან წლებში დაწინაურდნენ შოთა ქველიაშვილი, ვახტანგ სალუქვაძე, ალექსანდრე სტროევი და ლილიანა ჟურული-გრუზდევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა ქველიაშვილის მიღწევები.

მან სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1976 წელს საბჭოთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა სოხუმელი მარლენ პაპავა. საქართველოს ტყვიის მსროლელთა შორის ყველაზე ტიტულიანია ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მედლების მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ხუთი ოლიმპიური თამაშების მონაწილე. საქართველოში ტყვიის სროლას საფუძველი ჩაუყარეს და განავითარეს დამსახურებულმა მწვრთნელებმა - ლევ ტერტერიანმა და გიორგი ლომიძემ (არმიის სპორტკლუბი), მიხეილ პეროვმა, მიხეილ კალინინმა, ვენიამინ ევგრაფოვმა, მიხეილ ჟამურაშვილმა, ალექსანდრე ოგანეზოვმა და ვერა ტიმოფეევამ ("დინამო"), პარმენ ლეკიშვილმა, ანდრო ჯაბაშვილმა, თენგიზ ხერხეულიძემ (დოსააფი) და სხვებმა.
2005 წელს საქართველოს ტყვიის მსროლელ ქალთა ნაკრებმა (ნინო სალუქვაძე, ნინო უჩაძე, თამილა ასათიანი) ევროპის ჩემპიონატში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 2003 წლამდე აერთიანებდა ტყვიის სროლას, სასტენდო სროლას და მშვილდოსნობას. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ტყვიის სროლის საერთაშორისო კავშირისა (UIT, 1998 წლიდან - ISSF) და მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FITA) წევრია. პრეზიდენტები: თენგიზ კიტოვანი (1991-95), თემურ ჭყონია (1995-96), ვახტანგ ქუთათელაძე (1996-2006), ლევან მხეიძე (2006-?),  კახაბერ სიხარულიძე  (დღემდე).

    შედეგები
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1995, ნიქოზია, კვიპროსი
    დავით ქვათაძე - მესამე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1995, ნიქოზია, კვიპროსი
    გივი შენგელია - მესამე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1995, ნიქოზია, კვიპროსი
    თამაზ იმნაიშვილი - მესამე ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1959, მილანი, იტალია
    შოთა ქველიაშვილი - პირველი ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1969, პლზენი, ჩეხოსლოვაკია
    შოთა ქველიაშვილი - მეორე ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1969, პლზენი, ჩეხოსლოვაკია
    შოთა ქველიაშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1990, უდევალა, შვედეთი
    მაია გუბიევა - მესამე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1990, უდევალა, შვედეთი
    მაია გუბიევა - პირველი ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
    მაია გუბიევა - მეორე ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
    მაია გუბიევა - პირველი ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 1958, მოსკოვი, სსრკ
    ბორის ანტონოვი - პირველი ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2005, ტალინი, ესტონეთი
    თამილა ასათიანი - მეორე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2005, ტალინი, ესტონეთი
    ნინო უჩაძე - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    შოთა ქველიაშვილი - მეორე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1985, ანტიბი, საფრანგეთი
    თამაზ იმნაიშვილი - მესამე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1984, სარაგოსა, ესპანეთი
    თამაზ იმნაიშვილი - მეორე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1982, მონტეკატინი, იტალია
    თამაზ იმნაიშვილი - მეორე ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1987, ლახტი, ფინეთი
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1985, ანტიბი, საფრანგეთი
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1984, სარაგოსა, ესპანეთი
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1981, მოსკოვი, სსრკ
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1980, სარაგოსა, ესპანეთი
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1978, ზული, გდრ
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1977, დორჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
    თამაზ იმნაიშვილი - მესამე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, მონტეკატინი, იტალია
    თამაზ იმნაიშვილი - მესამე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1993, ბარსელონა, ესპანეთი
    თამაზ იმნაიშვილი - მეორე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, ტუკუმანი, არგენტინა
    თამაზ იმნაიშვილი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1984, სარაგოსა, ესპანეთი
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1982, მონტეკატინი, იტალია
    ტარიელ ჟღენტი - მეორე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1981, მოსკოვი, სსრკ
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1981, მოსკოვი, სსრკ
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1975, ვენა, ავსტრია
    ტარიელ ჟღენტი - მეორე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1974, ანტიბი, საფრანგეთი
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1973, ორბასანო, იტალია
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1973, ორბასანო, იტალია
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1972, მადრიდი, ესპანეთი
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1983, ედმონტონი, კანადა
    ტარიელ ჟღენტი - მეორე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, ტუკუმანი, არგენტინა
    ტარიელ ჟღენტი - მესამე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, ბერნი, შვეიცარია
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1973, მელბურნი, ავსტრალია
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1971, ბოლონია, იტალია
    ტარიელ ჟღენტი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, მონტეკატინი, იტალია
    თეიმურაზ მატოიანი - მეორე ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1955, ბუქარესტი, რუმინეთი
    ბორის ანტონოვი - პირველი ადგილი
    სროლა (სასტენდო) - ევროპის ჩემპიონატი 1955, ბუქარესტი, რუმინეთი
    ბორის ანტონოვი - მესამე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2009, პრაღა, ჩეხეთი
    ნინო სალუქვაძე - მეორე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2008, ვინტერტური, შვეიცარია
    ნინო სალუქვაძე - მეორე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2005, ტალინი, ესტონეთი
    ნინო სალუქვაძე - მეორე ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი 2003, პლზენი, ჩეხეთი
    ნინო სალუქვაძე - მესამე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2001, პონტევედრა, ესპანეთი
    ნინო სალუქვაძე - მესამე ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1999, ბორდო, საფრანგეთი
    ნინო სალუქვაძე - მეორე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1996, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ნინო სალუქვაძე - მესამე ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1993, ბრნო, ჩეხეთი
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
    ნინო სალუქვაძე - მესამე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1990, არნემი, ნიდერლანდები
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1989, ზაგრები, იუგოსლავია
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, ლახტი, ფინეთი
    ნინო სალუქვაძე - მეორე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1991, სტავანგერი, ნორვეგია
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, სარაევო, იუგოსლავია
    ნინო სალუქვაძე - მეორე ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, სარაევო, იუგოსლავია
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1987, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ზული, გდრ
    ნინო სალუქვაძე - მესამე ადგილი
    სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ზული, გდრ
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი
    ნინო სალუქვაძე - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    ნინო სალუქვაძე - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    ნინო სალუქვაძე - პირველი ადგილი