ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
სუმო
სპორტის სახეობის აღწერა

უძველესი იაპონური ორთაბრძოლა - სუმო საქართველოში 1990-იან წლებში დაინერგა.

ამ საქმის თაოსნები და მხარდამჭერები იყვნენ თენგიზ რუხაძე, ანზორ მარტყოფლიშვილი, თამაზ ჩხართიშვილი, მერაბ ლოსეურაშვილი, ლაშა აბესაძე, ზურაბ რეხვიაშვილი. მათ 1998 წელს დააფუძნეს სუმოს ეროვნული ფედერაცია, რომელიც იმავე წელს ევროპისა და მსოფლიოს ფედერაციებში გაერთიანდა, ქართველ სპორტსმენებს კი მოყვარულთა ტურნირებში გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.

პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაში - ევროპის 1998 წლის ევროპის ჩემპიონატში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ალექსი დავითაშვილმა, გიორგი წმინდაშვილმა, ლევან ჯაფარიძემ და ჯონდი დაბრუნდაშვილმა. მოყვარულთა ტურნირებში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ლევან ებანოიძემ, რომელმაც 1999 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. ქართველები ხშირად ხვდებიან გუნდური შეჯიბრებების პრიზიორთა შორის, 2009 წელს კი ევროპაში საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტული მოიპოვეს.

პირველი პროფესიონალი ქართველი სუმოისტია სოხუმელი  ლევან ცაგურია, მეტსახელად  „კოკაი“  („შავი ზღვა“). ის 2001-2012 წლებში გამოდიოდა უძლიერესთა ტურნირებში და სუმოს ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა. ცაგურია აღმოჩნდა პირველი ევროპელი, რომელმაც ძურიოს (მე-2 უმაღლესი კატეგორია) დივიზიონს მიაღწია. ბოლო წლებში პროფესიონალთა ტურნირებში წარმატებით ასპარეზობენ ლევან გიორგაძე და თეიმურაზ ჯუღელი.

    შედეგები
    სუმო - მსოფლიო ჩემპიონატი 1999, რიეზა, გერმანია
    ლევან ებანოიძე აბსოლუტური - პირველი ადგილი