ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ტაეკვანდო
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ტაეკვონდო დაინერგა 1991 წელს. ამ საქმეს სათავეში ედგა ავთანდილ მიქაძე, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და მეხუთე დანი მოიპოვა. ტაეკვონდოს ჯგუფები (კაცებისა და ქალების) გაიხსნა თბილისში, ხაშურში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთსა და ახალქალაქში. 1993 წლიდან რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, 1995 წლიდან კი საქართველოს ნაკრების წევრები ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ. 1997 წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის მოეწყო სემინარები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ტაეკვონდოს ევროპის კავშირის ტექნიკური დირექტორი, მეცხრე დანის მფლობელი, დოქტორი სეო მიონ სოო. 2003 წლიდან თბილისში ტარდება საერთაშორისო ტურნირი.

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია. დაფუძნდა 1993 წელს. 1995 წლის ნოემბრიდან ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციისა (WTF) და ევროპის ტაეკვონდოს კავშირის (ETU) წევრია. პრეზიდენტები: ავთანდილ მიქაძე (1993 -95, 2005-იდან), კონსტანტინე გედევანიშვილი (1995-2004), სულხან ბაბუაძე (დღემდე).

    შედეგები