ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
კიკბოქსინგი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში კიკბოქინგით 1990 წლიდან დაინტერესდენ. სპორტული ორთაბრძოლის ეს სახეობა საბრძოლო ხელოვნების კლუბ „ჯიქში“ დაინერგა . 1993 წელს კლუბის ბაზაზე შეიქმნა ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაცია, რომელსაც  გოჩა ჯავახია უძღვება. კიკბოქსინგის პირველი მიმდევრები იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე, გიგა კორძაძე, მიხეილ ძაგნიძე, როინ ფილაური, ზურაბ ბესიაშვილი და სხვები.

გიორგი ჩაკვეტაძემ, გიგა კორძაძემ, შალვა ავთანდილაშვილმა, თეონა ლავრელაშვილმა, სოფიო ქავთარაძემ  სხვადასხვა წლებში საერთაშორისო ტურნირების მედლები მოიპოვეს.ბოლო პერიოდში დიდ ტურნირებში განსაკუთრებული წარმატებით გამოდის დავით ჯავახია.

 

    შედეგები