ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ფარიკაობა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარითა და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა. 

საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა, რუსეთის ქვეშევრდომმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე კომერციული მიზნით 1900 წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

საქართველოს მოფარიკავეები სსრკ ჩემპიონატში 1944 წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი 1948 წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – გიგა ერისთავი; ხმალი, გუნდური – ალექსანდრე ბათმანოვი). 1949 წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი თბილისელმა ალექსანდრე ადაროვმა მოიგო. სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს კაცებში ოთარ დიდებულიძემ და ბორის ბონდარევმა (1941), ქალებში – იზოლდა ესაიაშვილმა (1958).

1950-იან წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება “დინამოსა” და ფიზკულტურის ინსტიტუტში. აქ მუშაობდნენ შემდგომში სახელოვანი მწვრთნელები: ლევ გოლოვნია, აკაკი მეიფარიანი, ანატოლი ფიოდოროვი. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონსა და რუსთავში, გაიხსნა სპეციალიზებული სპორტული სკოლა და ფარიკაობის ჯგუფები კომპლექსურ სპორტულ სკოლებში. ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავამ, რომელმაც  1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველთაგან პირველმა ასევე კოსტავამ მიიღო ოლიმპიური მედალიც (ბრინჯაო, 1960), ოლიმპიური ჩემპიონობა კი ნუგზარ ასათიანმა მოიპოვა (1964 – ხმალი, გუნდური).

1960-იანი წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. კოსტავასა და ასათიანის გარდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს იური ოსიპოვმა, რევაზ ცირეკიძემ, მორის სახვაძემ, გურამ ლორთქიფანიძემ, ძმებმა გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებმა. ამ თაობის მოფარიკავეებს ავარჯიშებდნენ საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელები: ტრიფონ მესხი, სიმონ საყვარელიძე, შოთა დარასელია. მოგვიანებით უმაღლესი სპორტული ტიტულები დაიმსახურა  რაპირისტმა ვლადიმერ აფციაურმა (მწვრთნელები – მალხაზ გაბუნია, სიმონ აჯიმამუდოვი). მან სსრკ ნაკრებთან ერთად ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1982), შემდეგ კი სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.
დამოუკიდებლობის წლებში საქართველოში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა და წარმატებებმაც იკლო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 27 ივნისს. 1992 წლის 7 ივნისიდან ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა (FIE) და ევროპის ფარიკაობის კავშირის (UEF) წევრია. პრეზიდენტი: არჩილ გოგელია (1991-?),  ზაზა მჭედლიძე (დღემდე).

    შედეგები
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, თბილისი, საქართველო
    ალექსანდრე (სანდრო) ბაზაძე - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, თბილისი, საქართველო
    თეოდორა კახიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, მონრეალი, კანადა
    გურამ კოსტავა - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მოსკოვი, სსრკ
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, პარიზი, საფრანგეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, პარიზი, საფრანგეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963 გდანსკი, პოლონეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963 გდანსკი, პოლონეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, ტურინი, იტალია
    გურამ კოსტავა - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1962, ბუენოს-აირესი, არგენტინა
    ნუგზარ ასათიანი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მოსკოვი, სსრკ
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, პარიზი, საფრანგეთი
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963 გდანსკი, პოლონეთი
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, ტურინი, იტალია
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ლიონი, საფრანგეთი
    ვლადიმერ აფციაური - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბარსელონა, ესპანეთი
    ვლადიმერ აფციაური - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, რომი, იტალია
    ვლადიმერ აფციაური - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    ვლადიმერ აფციაური - პირველი ადგილი