ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ფიგურული ციგაურობა
სპორტის სახეობის აღწერა

ფიგურულ ციგურაობას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, თუმცა მანამდე, 1900-იან წლებში პეტერბურგში ამ სახეობას ეუფლებოდა შემდგომში ცნობილი მეცნიერი და სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე. საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1961 წელს, 1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი ხელოვნურსაფარიანი საციგურაო დარბაზი. პირველი თაობის მოციგურავეათა შორის გამოირჩეოდნენ ირაკლი ჯაფარიძე, ირინა არხანგელსკაია, შემდეგ კი_მარინე ცერცვაძე, ლია გაბელაია, მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ბესარიონ ცინცაძე. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში პირველად გამოვიდა ვახტანგ მურვანიძე.  ყველაზე წარმატებული ქართველი ფიგურისტია ელენე გედევანიშვილი, რომელმაც 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა.

პრეზიდენტი: - მარიამ გიორგობიანი

    შედეგები