ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
სოფტბოლი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში სოფტბოლი სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის უფროსი მასწავლებლის , გია ქემოკლიძის თაოსნობით შემოვიდა. მან 1991 წელს ამავე ინსტიტუტის ბაზაზე პირველი გუნდი - „ივერია“ შექმნა. „ივერიამ“ სადებიუტო ოფიციალური ამხანაგური შეხვედრები 1991 წლის 7-10 მაისს გამართა - უმასპინძლა სსრკ ჩემპიონს, ტირასპოლის „ვიქტორიას“. ამავე წლის სექტემბერში „ივერია“ პირველი ოფიციალური ტურნირი - რუსეთის პროფკავშირთა საბჭოს ღია პირველობაში ჩაება და II ადგილი დაიკავა. შემდეგ გუნდმა კიდევ ხუთ ოფიციალურ ტურნირში ითამაშა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამარჯვება 1992 წლის ანაპის ტურნირში, სადაც „ივერიამ“ ჩამოიტოვა ტირასპოლის „ვიქტორია,“

შემდგომში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.

1994 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიაში გამართულ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაშ. 2001-2005 წლებში სოფტბოლის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო რამაზ გოგლიძე. რომელიც შემდგომ ამავე ფედერაციის პროტოკოლის სამსახურის დირექტორად დაინიშნა.

    შედეგები