ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
ჭადრაკი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველო ჭადრაკის ქვეყანაა და ამას მთელი საჭადრკო სამყარო აღიარებს.

განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა მოჭადრაკე ქალებმა, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში ლიდერთა შორის იყვნენ მსოფლიოში. მეცნიერთა ვარაუდით ქართველები ჭადრაკს VII-VIII საუკუნეებში უნდა გასცნობოდენ წერილობით წყაროებში ჭადრაკი პირველად იხსენიება XI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მთარგმნელის გიორგი ათონელის (1009-1065)მიერ გადმოქართველებულ ბასილი დიდის „ექუსტა დღეთაიში“ თხზულებაში ვკითხულობთ „ რამეთუ უკეთუ განგიტევნე და დავჰხსნა შესაკრებელი ასე, რომელნიმე ჭადრაგთა მიმართ წარვიდნენ და რომელთამე ტაბლით მღერისა მიისწრაფონ“, რაც ნიშნავს: რომ გაგიშვათ და კრება დავშალო, ზოგი ჭადრაკის და ზოგიც ტაბლის (ე.ი.კამათლის) სათამაშოდ წავაო. როგორც ირკვევა, ბასილი დიდის თხზულებაში ჭადრაკი გიორგი ათონელს ჩაუმატებია. ეს ფაქტი უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში ჭადრაკი საკმაოდ გავრცელებული თამაში ყოფილა.

ჭადრაკი იხსენიება აგრეთვე მოსე ხონელის (XII ს) „ამირანდარეჯნიანში“- ავტორი აღწერს ჭაბუკ ფალავანთა ასპარეზობის სურათს და ასახელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს. მათ შორის „მოჭადრაკესა ყველასა ამირ-იამანელი სჯობდა“- 1945 წელს არმაზის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ძვლის კამათელი შესაძლოა მიანისნებდეს, რომ ჩვენი წინაპრები იცნობდნენ ჩატურანგას (ჭადრაკის წინამორბედს), რადგან ასეთი კამათელი სწორედ ამ თამაშში გამოიყენებოდა. ჭადრაკის ქართული ტერმინები პირველად გვხვდება მეფე-პოეტის თეიმურაზ II-ის (1700-1762)ლექსში: „ ყუმარზე ზმა ლექსად თქმული მეფე თეიმურაზ მეორისაგან: განჯაფა, ჭადრაკსა და ნარდსა“- იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობით (1654), სამეგრელოში „ ჭადრაკსა და ნარდს ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ოსტატურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია“ ქართველები ჭადრაკს მზითვად ატანდნენ. შემონახულია ვახტანგ VI-ის ასულის, თამარის მზითვის წიგნი (1712), სადაც ჭადრაკიც არის მოხსენიებული.

პირველი  ქართველი მოჭადრაკე, ვინც რუსეთსა და ევროპაში გაიცნეს, ანდრია დადიანი (1850-1910) იყო. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჭადრაკი საქართველოში სწრაფი ტემპით გავრცელდა. ტრადიციად დამკვიდრდა თბილისის (1926) და საქართველოს (1928) ჩემპიონატების გამართვა. 1930 წელს ვიქტორ გოგლიძემ დაამარცხა მოსკოველი ოსტატი ვლადიმერ ნენაროკოვი და ქართველ მოჭადრაკეთაგან პირველმა მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება. საქართველო ჩაერთო სსრ კავშირის საჭადრაკო ცხოვრებაში. 1934 წელს თბილისში ჩატარდა ახალგაზრდა ოსტატთა ტურნირი, 1937 წელს კი - სსრკ ჩემპიონატი.

თბილისის ქალთა პირველი ჩემპიონატი 1927 წელს გაიმართა, მაგრამ ქალთა ჭადრაკის აყვავება საქართველოს პირველი ჩემპიონატის (1935) შემდეგ დაიწყო. ასპარეზზე ნონა გაფრინდაშვილის გამოჩენას (1956) დიდი აღმავლობა მოჰყვა. 1962 წელს ნონა ქალთა შორის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი გახდა. 70-იან წლებში გამოჩნდნენ იმედისმომცემი მოჭადრაკეები:

მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნინო გურიელი.

1978 წელს 17 წლის ჩიბურდანიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა გაფრინდაშვილს. ქართველი ქალები 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. იმ პერიოდში ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს ერთმანეთს ეცილებოდნენ ქართველი დიდოსტატები - მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და მაში თბილისში მცხოვრები ელენა ახმილოვსკაია. 1963 წლიდან ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით გამოდიოდნენ მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში (სსრკ ნაკრების შემადგენლობაში). 1992 წლიდან საქართველოს ნაკრებმა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გუნდმა, ოთხჯერ მოიპოვა ოლიმპიადის ოქროს მედლები.1941 წელს თბილისში, მოსწავლეთა სასახლეში გაიხსნა ჭადრაკის კაბინეტი. 1947-1966 წლებში მისი გამგე იყო ვახტანგ ქარსელაძე, ვისი აღზრდილებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, რომან ჯინჯიხაშვილი, იური ჩიქოვანი და სხვები. 1970 წელს ვიქტორ გოგლიძის მემორიალში გამარჯვების შემდეგ ბუხუტი გურგენიძე გახდა პირველი ქართველი დიდოსტატი ჭადრაკში. 1973 წელს თბილისში გაიხსნა ჭადრაკის სასახლე. ქართველ მოჭადრაკე კაცთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელმაც 2003 წელს ევრპის ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის (პრეზიდენტი ვაჟა შუბლაძე) ინიციატივით და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 68-ე კონგრესის 1997 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი. ეს ჯილდო გადაეცემა გუნდს, რომელიც ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.   

    შედეგები
    ჭადრაკი - მსოფლიო ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკსა და ბლიცში 2017, ერ-რიადი, საუდის არაბეთი
    ნანა ძაგნიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ნინო ბაციაშვილი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი
    ნანა ძაგნიძე - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი
    ლელა ჯავახიშვილი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი
    სალომე მელია - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი
    ბელა ხოტენაშვილი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    სალომე მელია - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ნინო ბაციაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ნანა ძაგნიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ლელა ჯავახიშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ბელა ხოტენაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - მამაკაცთა შორის ევროპის პირადი პირველობა 2017, მინსკი, ბელარუსი
    ბაადურ ჯობავა - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში 2014, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ნანა ძაგნიძე - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი
    ნინო ბაციაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთი
    ნაზი პაიკიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთი
    სალომე მელია - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთი
    ნინო ხურციძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთი
    ლელა ჯავახიშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთი
    ნანა ძაგნიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი
    ბელა ხოტენაშვილი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი
    ნინო ხურციძე - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი
    ლელა ჯავახიშვილი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი
    ნანა ძაგნიძე - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი. ისლანდია
    მერი არაბიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი. ისლანდია
    ლელა ჯავახიშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი. ისლანდია
    ბელა ხოტენაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი. ისლანდია
    ნანა ძაგნიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი. ისლანდია
    ნინო ბაციაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი
    მერი არაბიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი
    სალომე მელია - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი
    ლელა ჯავახიშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი
    ბელა ხოტენაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი
    სალომე მელია - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი
    ნინო ხურციძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი
    ბელა ხოტენაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი
    ლელა ჯავახიშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი
    ნანა ძაგნიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    სოფიკო ხუხაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ბელა ხოტენაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ლელა ჯავახიშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    ნანა ძაგნიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
    სალომე მელია - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის პირადი პირველობა 2017, რიგა, ლატვია
    ნანა ძაგნიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა 1992, მანილა, ფილიპინები
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა 1986, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადა 1984, სალონიკი, საბერძნეთი
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადა 1982. ლიუცერნი, შვეიცარია
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადა 1980, ლა ვალეტა, მალტა
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადა 1978, ბუენოს აირესი, არგენტინა
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა VI საჭადრაკო ოლიმპიადა 1974, მედელინი, კოლუმბია
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა V საჭადრაკო ოლიმპიადა 1972, სკოპლე, იუგოსლავია
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა IV საჭადრაკო ოლიმპიადა 1969, ლიუბლინი, პოლონეთი
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა III საჭადრაკო ოლიმპიადა 1966, ობერჰაუზენი, გფრ
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა II საჭადრაკო ოლიმპიადა 1963, სპლიტი, იუგოსლავია
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1978, ბიჭვინთა, სსრკ
    ნონა გაფრინდაშვილი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1975, ბიჭვინთა, თბილისი, სსრკ
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1972, რიგა, სსრკ
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1969, თბილისი, მოსკოვი, სსრკ
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1965, რიგა, სსრკ
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1962, მოსკოვი, სსრკ
    ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XIX საჭადრაკო ოლიმპიადა 2000, სტამბოლი, თურქეთი
    ნინო გურიელი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა 1996, ერევანი, სომხეთი
    ნინო გურიელი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა 1994, მოსკოვი, რუსეთი
    ნინო გურიელი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა 1992, მანილა, ფილიპინები
    ნინო გურიელი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1993, მონაკო
    ნანა იოსელიანი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1988, თელავი, სსრკ
    ნანა იოსელიანი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVIII საჭადრაკო ოლიმპიადა 1998, ელისტა, რუსეთი
    ნანა იოსელიანი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა 1996, ერევანი, სომხეთი
    ნანა იოსელიანი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა 1994, მოსკოვი, რუსეთი
    ნანა იოსელიანი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა 1992, მანილა, ფილიპინები
    ნანა იოსელიანი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადა 1982. ლიუცერნი, შვეიცარია
    ნანა იოსელიანი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადა 1980, ლა ვალეტა, მალტა
    ნანა იოსელიანი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1997, პულა, ხორვატია
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVIII საჭადრაკო ოლიმპიადა 1998, ელისტა, რუსეთი
    მაია ჩიბურდანიძე - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XIV საჭადრაკო ოლიმპიადა 1990, ნოვი სადი, იუგოსლავია
    მაია ჩიბურდანიძე - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XIII საჭადრაკო ოლიმპიადა 1988, სალონიკი, საბერძნეთი
    მაია ჩიბურდანიძე - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა 1994, მოსკოვი, რუსეთი
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა 1992, მანილა, ფილიპინები
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა 1986, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადა 1984, სალონიკი, საბერძნეთი
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადა 1982. ლიუცერნი, შვეიცარია
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადა 1980, ლა ვალეტა, მალტა
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადა 1978, ბუენოს აირესი, არგენტინა
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1991, მანილა, ფილიპინები
    მაია ჩიბურდანიძე - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1988, თელავი, სსრკ
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონიობისათვის 1986, სოფია, ბულგარეთი - ბორჯომი, სსრკ
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1984, ვოლგოგრადი, სსრკ,
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1981, ბორჯომი, თბილისი, სსრკ
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1978, ბიჭვინთა, სსრკ
    მაია ჩიბურდანიძე - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის პირადი პირველობა 2001, ვარშავა, პოლონეთი
    ქეთევან არახამია-გრანტი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2005, გიოტებორგი, შვედეთი
    ქეთევან არახამია-გრანტი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1992, დებრეცენი, უნგრეთი
    ქეთევან არახამია-გრანტი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1997, პულა, ხორვატია
    ქეთევან არახამია-გრანტი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XIV საჭადრაკო ოლიმპიადა 1990, ნოვი სადი, იუგოსლავია
    ქეთევან არახამია-გრანტი - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა 1996, ერევანი, სომხეთი
    ქეთევან არახამია-გრანტი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა 1994, მოსკოვი, რუსეთი
    ქეთევან არახამია-გრანტი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მამაკაცთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2003, პლოვდივი, ბულგარეთი
    ზურაბ აზმაიფარაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - მამაკაცთა შორის ევროპის პირადი პირველობა 2003, სტამბოლი, თურქეთი
    ზურაბ აზმაიფარაშვილი - პირველი ადგილი
    ჭადრაკი - მამაკაცთა შორის ევროპის პირადი პირველობა 2001, ოხრიდი, მაკედონია
    ზურაბ აზმაიფარაშვილი - მესამე ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1981, ბორჯომი, თბილისი, სსრკ
    ნანა ალექსანდრია - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1975, ბიჭვინთა, თბილისი, სსრკ
    ნანა ალექსანდრია - მეორე ადგილი
    ჭადრაკი - ქალთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა 1986, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები
    ნანა ალექსანდრია - პირველი ადგილი