ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
თავისუფალი ჭიდაობა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში თავისუფალი (იგივე ინგლისურ-ამერიკული) ჭიდაობა 1944 წელს შემოვიდა. იმ წელს ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტის ვახტანგ კუხიანიძის ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო მწვრთნელთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელმაც სათავე დაუდო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას მთელ საბჭოთა კავშირში. თბილისშივე გადაწყდა, რომ სსრკ პირველი ჩემპიონატი 1945 წელს ლენინგრადში ჩატარებულიყო. ამ ჩემპიონატში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გაიმარჯვეს საქართველოს წარმომადგენლებმა: ვასილ ილურიძემ, დავით ციმაკურიძემ, ვაღარშაკ მაჩკალიანმა და არსენ მეკოკიშვილმა. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ქართველი მოჭიდავეები ლიდერობდნენ საბჭოთა კავშირში, წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დავით ციმაკურიძე და არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთაგან უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ მუზაშვილი, სერგო გაბარაევი, ვლადიმერ არსენიანი და სხვები. 1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მრავალი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ რუბაშვილმა, შოთა ლომიძემ, გურამ საღარაძემ, ზარბეგ ბერიაშვილმა, ნოდარ ხოხაშვილმა, ტარიელ ალიბეგაშვილმა, ანდრო ცხოვრებოვმა. ამ და მომდევნო პერიოდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მიხეილ თიკანაძემ, გიორგი როსტიაშვილმა, ვასილ ილურიძემ, შალვა ნოზაძემ, ვანო მეკოკიშვილმა, პეტრე იორდანიშვილმა, ლევ კაპიტანოვმა, მარლენ ოსიყმაშვილმა, ვლადიმერ მესტვირიშვილმა, შოთა კიკაბიძემ და სხვა დამსახურებულმა მწვრთნელებმა.
თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 1962 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება. მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის სახელის მოპოვება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები და ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.
ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა სოხუმელი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. მან პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შემდეგ კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი. მისი ლიდერობით კვლავ დაიბრუნა წამყვანი პოზიციები საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის – რომან რურუა (1991-93), თავისუფალი ჭიდაობის – მურმან ომანიძე (1991-93), გაერთიანებული ფედერაციის – გურამ გედეხაური (1993-94), დავით გობეჯიშვილი (1994-2000), გოჩა ძასოხოვი (2000-04), ბაკურ გოგიტიძე (2004 ), კახა გეწაძე (2005 წლიდან), თამაზ გეგეშიძე (2016-დღემდე).

    შედეგები
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, კასპიისკი, რუსეთი
    ბექა ლომთაძე -61 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, კასპიისკი, რუსეთი
    გენო პეტრიაშვილი 125 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, კასპიისკი, რუსეთი
    სანდრო ამინაშვილი -86 kg - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 2016, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ბექა ლომთაძე 61 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, კასპიისკი, რუსეთი
    ელიზბარ ოდიკაძე -97 kg - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, კასპიისკი, რუსეთი
    ზურაბ იაკობიშვილი -70 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, კასპიისკი, რუსეთი
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -65 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პარიზი, საფრანგეთი
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -61 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პარიზი, საფრანგეთი
    ზურაბ იაკობიშვილი -65 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პარიზი, საფრანგეთი
    გენო პეტრიაშვილი 125 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    გენო პეტრიაშვილი +125 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, ნოვი სადი, სერბეთი
    გენო პეტრიაშვილი -125 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, ნოვი სადი, სერბეთი
    ელიზბარ ოდიკაძე -97 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, ნოვი სადი, სერბეთი
    ზურაბ იაკობიშვილი -65 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    იაკობ მაქარაშვილი -74 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    დავით ტლაშაძე -70 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    ელიზბარ ოდიკაძე -97 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    ელიზბარ ოდიკაძე -97 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    ბექა ლომთაძე -61 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    ჯუმბერ ყველაშვილი -74 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    სანდრო ამინაშვილი -86 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    გენო პეტრიაშვილი +125 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2014, ვანტაა, ფინეთი
    კონსტანტინე ხაბალაშვილი -65 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ლას-ვეგასი, აშშ
    სანდრო ამინაშვილი -86 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    გიორგი ედიშერაშვილი -55 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    გენო პეტრიაშვილი +125 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ლას-ვეგასი, აშშ
    გენო პეტრიაშვილი +125 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2013, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    გენო პეტრიაშვილი +125 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
    გენო პეტრიაშვილი +125 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1966, კარლსრუე, გფრ
    ზარბეგ ბერიაშვილი -70 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1994, სტამბოლი, თურქეთი
    ზაზა თურმანიძე 130 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, ბელგრადი, სერბეთი
    დავით მოძმანაშვილი 120 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, ბელგრადი, სერბეთი
    დავით ხუციშვილი -74 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, ბელგრადი, სერბეთი
    მალხაზ ზარქუა -60 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, ბელგრადი, სერბეთი
    ბესარიონ გოჩაშვილი -55 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2011, დორტმუნდი, გერმანია
    დავით მოძმანაშვილი 120 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, სტამბოლი, თურქეთი
    დავით მოძმანაშვილი 120 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები 2012, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    დავით მოძმანაშვილი 120 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, სტამბოლი, თურქეთი
    დავით ხუციშვილი -74 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    დავით (დათო) მარსაგიშვილი -86 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    დავით (დათო) მარსაგიშვილი -84 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, ბელგრადი, სერბეთი
    დავით (დათო) მარსაგიშვილი -84 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2011, დორტმუნდი, გერმანია
    დავით (დათო) მარსაგიშვილი -84 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, სტამბოლი, თურქეთი
    დავით (დათო) მარსაგიშვილი -84 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები 2012, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    დავით (დათო) მარსაგიშვილი -84 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2011, დორტმუნდი, გერმანია
    დავით ხუციშვილი -74 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2010, მოსკოვი, რუსეთი
    ლევან ბერიანიძე -120 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2009, ვილნიუსი, ლიტცა
    მალხაზ მუზიაშვილი -66 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2009, ვილნიუსი, ლიტცა
    მალხაზ ქურდიანი -60 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2009, ვილნიუსი, ლიტცა
    ბესარიონ გოჩაშვილი -55 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2008, ტამპერე, ფინეთი
    კობა კაკალაძე -66 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2007, სოფია, ბულგარეთი
    ალექსი მოდებაძე -120 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2007, სოფია, ბულგარეთი
    გელა საღირაშვილი -74 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, სოფია, ბულგარეთი
    ნოდარ ხოხაშვილი -68 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2010, ბაქო, აზერბაიჯანი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2008, ტამპერე, ფინეთი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2007, სოფია, ბულგარეთი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2006, მოსკოვი, რუსეთი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2010, მოსკოვი, რუსეთი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2009, ჰერნინგი, დანია
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2006, გუანჩჟოუ, ჩინეთი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები 2012, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი
    გიორგი გოგშელიძე -96 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2005, ვარნა, ბულგარეთი
    ბესარიონ გოჩაშვილი -55 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1973, ლოზანა, შვეიცარია
    როინ დობორჯგინიძე -57 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2001, სოფია, ბულგარეთი
    დავით პოღოსიანი - 58 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1998, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    დავით პოღოსიანი -58 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1997, ვარშავა, პოლონეთი
    დავით პოღოსიანი -58 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ბაქო, აზერბაიჯანი
    დავით ოთიაშვილი -120 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1983, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    დავით გიგაური 68 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2000, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    გურამ მჭედლიძე -76 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია
    ნიკოლოზ მუზაშვილი -62 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2003, რიგა, ლატვია
    ალექსი მოდებაძე -130 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ალექსი მოდებაძე -130 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1973, ლოზანა, შვეიცარია
    ნოდარ მოდებაძე +100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1972, კატოვიცე, პოლონეთი
    რომან მარსაგიშვილი -74 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1983, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    გიორგი მაკასარაშვილი -82 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1980, პრევიდზა, ჩეხოსლოვაკია
    გიორგი მაკასარაშვილი -74 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1982, ვარნა, ბულგარეთი
    რაშ ხუტაბა -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1966, კარლსრუე, გფრ
    ანდრო ცხოვრებოვი - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1968, სკოპიე, იუგოსლავია
    ანდრო ცხოვრებოვი -87 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1999, მინსკი, ბელარუსი
    ემზარ ბედინეიშვილი -69 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2000, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ემზარ ბედინეიშვილი -69 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, თეირანი, ირანი
    ვლადიმერ არსენიანი -57 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ოთარ თუშიშვილი -63 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1999, მინსკი, ბელარუსი
    ოთარ თუშიშვილი -58 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2007, ბაქო, აზერბაიჯანი
    ოთარ თუშიშვილი -66 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2006, გუანჩჟოუ, ჩინეთი
    ოთარ თუშიშვილი -66 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2005, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ოთარ თუშიშვილი -66 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი
    ოთარ თუშიშვილი -66 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1987, ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი
    ზაზა თურმანიძე -130 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, სიდნეი, ავსტრალია
    მუხრან ვახტანგაძე -85 kg - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია
    სერგო გაბარაევი 67კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ტოკიო, იაპონია
    დავით გობეჯიშვილი -130 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1978, სოფია, ბულგარეთი
    ლევან თედიაშვილი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1976, ლენინგრადი, სსრკ
    ლევან თედიაშვილი -90 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1992, კაპოშვარი, უნგრეთი
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1991, ვარნა, ბულგარეთი
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1987, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
    ტარიელ ალიბეგაშვილი -53 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
    ნოდარ ხოხაშვილი -68 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    ნოდარ ხოხაშვილი -63 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2006, მოსკოვი, რუსეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -120 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2005, ვარნა, ბულგარეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -96 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ბაქო, აზერბაიჯანი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -96 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -97 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1999, მინსკი, ბელარუსი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -97 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1998, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -97 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1997, ვარშავა, პოლონეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -97 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1996, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -90 - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1995, ფრიბური, შვეიცარია
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -90 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1993, სტამბოლი, თურქეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -90 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2005, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -96 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2003, ნიუ-იორკი, აშშ
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -96 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, თეირანი, ირანი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -96 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1997, კრასნოიარსკი, რუსეთი
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -97 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1993, ტორონტო, კანადა
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -90 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, სიდნეი, ავსტრალია
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე +97 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXVI ოლიმპიური თამაშები 1996, ატლანტა, აშშ
    ელდარ (ლუკა) კურტანიძე -90 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, თეირანი, ირანი
    გიორგი სხირტლაძე -79 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1957, სტამბოლი, თურქეთი
    გიორგი სხირტლაძე -79 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    გიორგი სხირტლაძე -79 - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    გიორგი სხირტლაძე -79 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, იოკოჰამა, იაპონია
    ვლადიმერ რუბაშვილი -67 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    ვლადიმერ რუბაშვილი -62 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1967, სტამბოლი, თურეთი
    შოთა ლომიძე -97 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, სოფია, ბულგარეთი
    შოთა ლომიძე 100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1966, კარლსრუე, გფრ
    შოთა ლომიძე -97 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1971, სოფია ბულგარეთი
    შოთა ლომიძე 100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
    შოთა ლომიძე 100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, დელი, ინდოეთი
    შოთა ლომიძე -97 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა
    შოთა ლომიძე -97 kg - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1970, ბერლინი, გდრ
    ზარბეგ ბერიაშვილი -74 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1967, სტამბოლი, თურეთი
    ზარბეგ ბერიაშვილი -70 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
    ზარბეგ ბერიაშვილი -74 - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, დელი, ინდოეთი
    ზარბეგ ბერიაშვილი -70 kg - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
    ზარბეგ ბერიაშვილი --70 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963, სოფია, ბულგარეთი
    ზარბეგ ბერიაშვილი -70 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, იოკოჰამა, იაპონია
    ვახტანგ ბალავაძე -73 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, თეირანი, ირანი
    ვახტანგ ბალავაძე -73 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1957, სტამბოლი, თურქეთი
    ვახტანგ ბალავაძე -73 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია
    ვახტანგ ბალავაძე -73 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    ვახტანგ ბალავაძე -73 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1968, სკოპიე, იუგოსლავია
    გურამ საღარაძე -78 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, დელი, ინდოეთი
    გურამ საღარაძე -78 - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, ტოლედო, აშშ
    გურამ საღარაძე -78 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
    გურამ საღარაძე -78 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963, სოფია, ბულგარეთი
    გურამ საღარაძე -78 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    გურამ საღარაძე -78 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -57 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2014, ვანტაა, ფინეთი
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -57 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -60 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2011, დორტმუნდი, გერმანია
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -55 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ლას-ვეგასი, აშშ
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -57 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2014, ტაშკენტი, უზბეკეთი
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -57 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -57 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები 2012, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -55 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1988, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1987, ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1985, ლაიპციგი, გდრ
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ტოკიო, იაპონია
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი
    ლერი ხაბელოვი -100 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2008, ტამპერე, ფინეთი
    რევაზ მინდორაშვილი 84 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2004, ანკარა, თურქეთი
    რევაზ მინდორაშვილი 84 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2003, რიგა, ლატვია
    რევაზ მინდორაშვილი 84 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ბაქო, აზერბაიჯანი
    რევაზ მინდორაშვილი 84 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2006, გუანჩჟოუ, ჩინეთი
    რევაზ მინდორაშვილი 84 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2005, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    რევაზ მინდორაშვილი -84. კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2003, ნიუ-იორკი, აშშ
    რევაზ მინდორაშვილი 84 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი
    რევაზ მინდორაშვილი 84 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1985, ლაიპციგი, გდრ
    დავით გობეჯიშვილი -130 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    დავით გობეჯიშვილი -130 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    დავით გობეჯიშვილი -130 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი
    დავით გობეჯიშვილი -130 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    დავით გობეჯიშვილი -130 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია
    მირიან ცალქალამანიძე 52 კგ - მესამე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1957, სტამბოლი, თურქეთი
    მირიან ცალქალამანიძე 52 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    მირიან ცალქალამანიძე 52 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1974, მადრიდი, ესპანეთი
    ლევან თედიაშვილი 90 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1978, მეხიკო, მექსიკა
    ლევან თედიაშვილი 100 კგ - მეორე ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1975, მინსკი, სსრკ
    ლევან თედიაშვილი 90 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, სტამბული, თურქეთი
    ლევან თედიაშვილი 90 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1973, თეირანი, ირანი
    ლევან თედიაშვილი 90 კგ - პირველი ადგილი
    თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1971, სოფია ბულგარეთი
    ლევან თედიაშვილი 82 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
    ლევან თედიაშვილი 90 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
    ლევან თედიაშვილი 82 კგ - პირველი ადგილი