ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ბიატლონი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოს  ბიატლონის  ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა 2002 წლის 26 ნოემბერს . ამ მოკლე დროის განმავლობაში ბევრი რამ იქნა გაკთებილი, ჩამოყალიბდა სპორტული ჯგუფები, დაგეგმილია შეჯიბრებები. შეირჩა საქართველოს ნაკრები გუნდი, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ მაღალი შეფასება მისცა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.   სპორტსმენების მომზადების დონე ყოველ წლიურად შესამჩნებად მატულობს.

2004 წელს საქართველოს ეროვნული ფედერაცია გაწევრიანდა საერთაშორისო ბიატლონის ფედერაციაში.

2009 წლიდან დღემდე საერთაშორისო  არბიტრაჟის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე,  საქართველოს ბიატლონის ფედერაციის წევრებია.

საქართველო წლების განმავლობაში ითვლებოდა ზამთრის სპორტის ცენტრად, ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუკი გავისთვალისწინებთ დღევანდელ სასაზღრო ზოლს და კლიმატურ პირობებს, და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნახევრად გასამხედროვებულ სპორტის სახეობის კერძოდ - ბიატლონის განვითარებას საქართველოში.

ბაკურიანში ტარდებოდა სხვადასხვა დონის საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში. იგეგმებოდა ოლიმპიური თამაშების ჩატარების  საკითხი. აქვე მზადებას გადიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები ბიატლონში. სპორტულ კომპლექსში შედიოდა სასტუმრო, სასროლი მოედანი და სრბენი ბილიკი. აქ მომზადებლი სპორტსმენები მაღალ შედეგებს აღწევდნენ საერთაშორისო არენაზე. ბაკურიანში 1969-1970 წლებში ჩატარდა საკავშირო შეჯიბრება ბიატლონში.

 

    შედეგები