ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ჭიდაობა ოდითგანვე პოპულარული იყო. XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში ე.წ. დროებითი ცირკები გაიხსნა. აქ, გარდა ქართულისა, რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ფრანგულ ჭიდაობაში, რომელსაც შემდეგ კლასიკურ (ბერძნულ-რომაულ) ჭიდაობად მოიხსენიებდნენ. ფრანგულს წარმატებით ჭიდაობდნენ სახელოვანი ქართველი ფალავნები: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, თედო ლილოელი, კოსტა მაისურაძე, მიხეილ ციმაკურიძე (მიშიკო მაჩაბელი), კოლია ქვარიანი, ვანო აბულაძე და სხვები. განსაკუთრებით პოპულარული იყო ნიკიტინის ცირკში პროფესიონალ ათლეტთა მონაწილეობით გამართული ტურნირები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ უკრაინელი ივან პოდდუბნი, რუსი ივან ზაიკინი, გეორგ ლურიხი, მსოფლიოს ჩემპიონად აღიარებული გერმანელი კლემენს ბული, თურქი სარი სულეიმანი, პოლონელი კარლ პოსპეშილი, ინდოელი გამა ინდოსტანი და სხვები. კაცების მხარდამხარ ძალას ქალებიც ცდიდნენ – 1911 წელს თბილისში გამართული ქალთა ტურნირი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად აღიარეს. მონაწილეობდნენ გერმანიის, რუსეთის, ინგლისის, შოტლანდიის, პოლონეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, ესპანეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ჩემპიონები. მათ შორის, მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე, გერმანელი ფრიდა დამბერგი. პროფესიონალთა გამოსვლებმა განაპირობა ჭიდაობის ახალი სახეობით ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება. 1912 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ძალოსნური სექცია, რომელშიც, გარდა ძალოსნებისა და მოკრივეებისა, გაერთიანდნენ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მოყვარულები. ამ საქმეს უძღვებოდა სპორტის ენთუზიასტი პეტრე მარღანიძე. მისი თაოსნობით 1914 წელს გაიმართა პირველი შჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოგვიანებით (1923) პოლიტექნიკური ინსტიტუტის მუშათა ფაკულტეტთან შეიკრიბა კლასიკური ჭიდაობის მოყვარულთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ხელმძღვანელობდა. 1925 წელს ასეთივე ჯგუფები ჩამოყალიბდა ბათუმსა და ქუთაისში. ცნობილმა ფალავანმა ვანო აბულაშვილმა თბილისში დააარსა ათლეტიკის სკოლა, სადაც ფრანგულ ჭიდაობასაც ასწავლიდნენ. 1926 წელს გაიმართა თბილისისა და ამიერკავკასიის პირველი ჩემპიონატები. იმ პერიოდის მოჭიდავეებმა, შემდგომში მწვრთნელებმა, ჩამოაყალიბეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა აღიარება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ვახტანგ კუხიანიძეს, პეტრე იორდანიშვილს, ლევ კაპიტონოვს, გიორგი ვარძელაშვილსა და ნერსეს აკოფოვს.
1928 წელს გამართული საქართველოს I სპარტაკიადის პროგრამაში კლასიკური ჭიდაობაც შეიტანეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მოეწყო საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა ოზურგეთ 34 მოჭიდავე. საქართველოდან სსრ კავშირის პირველი ჩემპიონი იყო ლეონიდ ძეკონსკი. მან ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი შალვა ჩიხლაძესთან ერთად კვლავ ჩემპიონი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოჭიდავეები ხშირად იმარჯვებდნენ საკავშირო შეჯიბრებებში და, როცა საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაეხსნათ, იქაც ტოლს არავის უდებდნენ. სსრ კავშირიდან ევროპის პირველი ჩემპიონი იყო კონსტანტინე კობერიძე (1947), მსოფლიოს პირველი ჩემპიონი – გივი კარტოზია (1953). ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც კარტოზია იყო (1956). მისი სპორტული მიღწევები სამაგალითო გამოდგა მომდევნო თაობის მოჭიდავეებისთვის. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ ქორიძე, რომან რურუა, ვახტანგ ბლაგიძე; მსოფლიოს ჩემპიონები – როსტომ აბაშიძე, მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, თემო ყაზარაშვილი, გურამ გედეხაური, მუხრან ვახტანგაძე, მანუჩარ კვირკველია. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში, გარდა ზემოთ დასახელებული მწვრთნელებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ილია ჩხარტიშვილმა, ვლადიმერ მაისურაძემ, ილია ბობოხიძემ, დამერლანდ დავითაიამ, ჯემალ კოსტავამ, ჯონი რეხვიაშვილმა, ოთარ ტატიშვილმა, ბეგი დარჩიამ და სხვებმა. ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2004 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის – რომან რურუა (1991-93), თავისუფალი ჭიდაობის – მურმან ომანიძე (1991-93), გაერთიანებული ფედერაციის – გურამ გედეხაური (1993-94), დავით გობეჯიშვილი (1994-2000), გოჩა ძასოხოვი (2000-04), ბაკურ გოგიტიძე (2004 ), კახა გეწაძე (2005-?), თამაზ გეგეშიძე (2016-დღემდე).

    შედეგები
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პარიზი, საფრანგეთი
    რობერტ კობლიაშვილი -85 - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პარიზი, საფრანგეთი
    რევაზ ნადარეიშვილი -98 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1947, პრაღა, ჩეხოსლოვაკია
    კონსტანტინე კობერიძე -87 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, ნოვი სადი, სერბეთი
    ზურაბ დათუნაშვილი -80 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, ნოვი სადი, სერბეთი
    ლევან არაბული 130 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, ნოვი სადი, სერბეთი
    ბაკურ გოგიტიძე -66 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1962, ტოლედო, აშშ
    ომარ ეგაძე -57 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    შმაგი ბოლქვაძე -66 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    რობერტ კობლიაშვილი -85 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    ზურაბ დათუნაშვილი -75 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
    შმაგი ბოლქვაძე -66 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ლას-ვეგასი, აშშ
    ლაშა გობაძე -80 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2014, ვანტაა, ფინეთი
    გიორგი ცირეკიძე -80 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    გურამ ფერსელიძე -120 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    ვლადიმერ გეგეშიძე -84 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    ზურაბ დათუნაშვილი -74 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1997, კოუვოლა, ფინეთი
    გიორგი ჯინჭველაშვილი -69 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2011, დორტმუნდი, გერმანია
    რევაზ ლაშხი -60 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები 2012, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    რევაზ ლაშხი -60 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2010, ბაქო აზერბაიჯანი,
    იოსებ (სოსო) ჯაბიძე -96 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, ბელგრადი, სერბეთი
    მანუჩარ ცხადაია -74 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, სტამბოლი, თურეთი
    მანუჩარ ცხადაია -66 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2009, ჰერნინგი, დანია
    მანუჩარ ცხადაია -66 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2009, ვილნიუსი, ლიტვა
    მანუჩარ ცხადაია -66 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები 2012, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    მანუჩარ ცხადაია -66 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2007, ბაქო, აზერბაიჯანი
    რამაზ ნოზაძე -96 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2007, სოფია, ბულგარეთი
    რამაზ ნოზაძე -96 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2005, ვარნა, ბულგარეთი
    მირიან გიორგაძე -120 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963, ჰელსინბორგი, შვედეთი
    დავით გვანცელაძე -70 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    დავით გვანცელაძე -70 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1994, ტამპერე, ფინეთი
    ბაკურ გოგიტიძე -100 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1993, სტამბოლი, თურქეთი
    გელა პაპაშვილი -48 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1994, ტამპერე, ფინეთი
    გელა პაპაშვილი -48 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2008, ტამპერე, ფინეთი
    ბადრი ხასაია -84 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2007, ბაქო, აზერბაიჯანი
    ბადრი ხასაია -84 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2006, მოსკოვი, რუსეთი
    დავით ბედინაძე -60 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2007, ბაქო, აზერბაიჯანი
    დავით ბედინაძე -60 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2006, გუანჯოუ, ჩინეთი
    დავით ბედინაძე -60 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2008, ტამპერე, ფინეთი
    რამაზ ნოზაძე -96 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2003, ბელგრადი, სერბია და ჩერნოგორია
    რამაზ ნოზაძე -96 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2003, კრეტეი, საფრანგეთი
    რამაზ ნოზაძე -96 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები 2004, ათენი, საბერძნეთი
    რამაზ ნოზაძე -96 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი, 1974, მადრიდი, ესპანეთი
    შოთა მორჩილაძე +100 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1973, ჰელსინკი, ფინეთი
    შოთა მორჩილაძე +100 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, კატოვიცე, პოლონეთი
    შოთა მორჩილაძე +100 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1973, თეირანი, ირანი
    შოთა მორჩილაძე +100 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი
    გიორგი კოღუაშვილი -90 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, სტამბოლი, თურქეთი
    ალექსანდრე დოხტურიშვილი -69 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1997, კოუვოლა, ფინეთი
    გიორგი ჯინჭველაშვილი -69 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, სტამბოლი, თურქეთი
    ირაკლი ჭოჭუა -58 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2005, ვარნა, ბულგარეთი
    ბადრი ხასაია -74 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, სეინაიოკი, ფინეთი
    ბადრი ხასაია -74 - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    რომან ძნელაძე -62 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1999, სოფია, ბულგარეთი
    აკაკი ჩაჩუა -63 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1997, კოუვოლა, ფინეთი
    აკაკი ჩაჩუა -63 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, სიდნეი, ავსტრალია
    აკაკი ჩაჩუა -63 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1998, მინსკი, ბელარუსი
    ხვიჩა ბიჩინაშვილი -76 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1987, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი
    გურამ გედეხაური -100კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1993, სტამბოლი, თურქეთი
    თენგიზ თედორაძე -100 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1993. სტოკჰოლმი, შვედეთი
    თენგიზ თედორაძე -100 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2003, ბელგრადი, სერბია და ჩერნოგორია
    მუხრან ვახტანგაძე -85 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2001, პატრა, საბერძნეთი
    მუხრან ვახტანგაძე -85 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2005, ვარნა, ბულგარეთი
    დავით ბედინაძე -60 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    გივი კარტოზია -79 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1980, პრევიდზე, ჩეხოსლოვაკია
    ვახტანგ ბლაგიძე -52 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1976, ლენინგრადი, სსრკ
    იოსებ ბერიშვილი -74 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი, 1974, მადრიდი, ესპანეთი
    იოსებ ბერიშვილი -74 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, კატოვიცე, პოლონეთი
    იოსებ ბერიშვილი -74 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1972, კატოვიცე, პოლონეთი
    ომარ ბლიაძე -90 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
    ომარ ბლიაძე -82 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1968, ვესტეროსი, შვედეთი
    ომარ ბლიაძე -87 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1985, ლაიპციგი, გდრ
    თემო ყაზარაშვილი 48 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1983, კიევი, სსრკ
    თემო ყაზარაშვილი 48 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, კატოვიცე, პოლონეთი
    თემო ყაზარაშვილი 48 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, ოსლო, ნორვეგია
    მიხეილ სალაძე -100 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1986, პირეოსი, საბერძნეთი
    თეიმურაზ აფხაზავა -82 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1984, იონჩოპინგი, შვედეთი
    თეიმურაზ აფხაზავა -82 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1983, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    თეიმურაზ აფხაზავა -82 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1979, ბუქარესტი, რუმინეთი
    თეიმურაზ აფხაზავა -82 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1983, კიევი, სსრკ
    თეიმურაზ აფხაზავა -82 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, კატოვიცე, პოლონეთი
    თეიმურაზ აფხაზავა -82 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963, ჰელსინბორგი, შვედეთი
    როსტომ აბაშიძე -97 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1962, ტოლედო, აშშ
    როსტომ აბაშიძე -97 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    როსტომ აბაშიძე -87 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2007, სოფია, ბულგარეთი
    მანუჩარ კვირველია -74 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2006, მოსკოვი, რუსეთი
    მანუჩარ კვირველია -74 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, სეინაიოკი, ფინეთი
    მანუჩარ კვირველია -66 კგ - მეორე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2006, გუანჯოუ, ჩინეთი
    მანუჩარ კვირველია -74 კგ - მესამე ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2003, კრეტეი, საფრანგეთი
    მანუჩარ კვირველია -66 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, მოსკოვი, რუსეთი
    მანუჩარ კვირველია -66 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი
    მანუჩარ კვირველია -74 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1978, სოფია, ბულგარეთი
    ვახტანგ ბლაგიძე -52 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, ოსლო, ნორვეგია
    ვახტანგ ბლაგიძე -52 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1978, მეხიკო, მექსიკა
    ვახტანგ ბლაგიძე -52 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
    ვახტანგ ბლაგიძე -52 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, იოკოჰამა, იაპონია
    ავთანდილ ქორიძე -67 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    ავთანდილ ქორიძე -67 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1970, ედმონტონი, კანადა
    რომან რურუა -68 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
    რომან რურუა -62 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, ბუქარესტი, რუმინეთი
    რომან რურუა -63 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, ტოლედო, აშშ
    რომან რურუა -63 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა
    რომან რურუა -63 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    რომან რურუა -63 კგ - მეორე ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    დავით ციმაკურიძე 79 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1955, კარლსრუე, გფრ
    გივი კარტოზია -79 კგ - პირველი ადგილი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1953, ნეაპოლი, იტალია
    გივი კარტოზია -79 კგ - პირველი ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    გივი კარტოზია -87 კგ - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    გივი კარტოზია -79 კგ - პირველი ადგილი