ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ბატუტზე ხტომა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ბატუტზე ხტომა XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან გავრცელდა. ამ ტიპის პირველი სპორტული იარაღი გიორგი ეგნატაშვილის დავალებით დაამზადა პავლე აბაშკინმა, რომელსაც გიორგის ვაჟი, ირაკლი ეგნატაშვილი ეხმარებოდა. პირველი საცდელი ვარჯიშები თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში მოეწყო, მერე კი ბატუტისტებმა მუშთაიდის ბაღში გადაინაცვლეს (1941). მოგვიანებით, უკვე 50-იან წლებში, სპორტის ეს ახალი სახეობა დაინერგა თბილისის სპორტულ სკოლებში, ფიზკულტურის ინსტიტუტში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ცხინვალსა და რუსთავში. 

ბატუტს, როგორც დამხმარე საწვრთნელ საშუალებას, იყენებდნენ წყალში მხტომელები, ტანმოვარჯიშეები, პარაშუტისტები. ბატუტისტების პირველი ჯგუფი თენგიზ ხუდოევმა ჩამოაყალიბა (1969), საქართველოს ნაკრების პირველი უფროსი მწვრთნელი კი ოთარ კაკიაშვილი იყო. საქართველოს ჩემპიონატები იმართება 1970 წლიდან. ქართველ ბატუტზე მხტომელთაგან პირველ სერიოზულ წარმატებას ფატი ფირანიშვილმა მიაღწია (1980, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი, II ადგილი). 1985 წლიდან ლიდერობდა რუსუდან ხოფერია (მწვრთნელი – ზაურ სულაშვილი), რომელმაც არაერთხელ გაიმარჯვა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში (1988 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა: ინდივიდუალურ ვარჯიშში, სინქრონულ ხტომებსა და გუნდური პროგრამით შეჯიბრებაში), ბატუტისტთა სადებიუტო ოლიმპიურ ტურნირში კი (2000, სიდნეი) VII ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ანა დოღონაძემ (ამჟამად გერმანიის მოქალაქეა), ზაქარია აბრამიშვილმა და სხვებმა. 2005-2006 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები მოიგო თბილისელმა ლუბა გოლოვინამ.

პრეზიდენტი: -  კონსტანტინე ლაშხი

    შედეგები
    ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ესენი, გერმანია
    ანა დოღონაძე - პირველი ადგილი
    ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ესენი, გერმანია
    რუსუდან ხოფერია - მეორე ადგილი
    ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
    რუსუდან ხოფერია - პირველი ადგილი
    ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
    რუსუდან ხოფერია - პირველი ადგილი
    ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
    რუსუდან ხოფერია - პირველი ადგილი
    ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ესენი, გერმანია
    ზაქარია (სოსო) აბრამაშვილი - პირველი ადგილი