ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
მხატვრული ტანვარჯიში
სპორტის სახეობის აღწერა

თბილისში ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში არსებობდა რიტმული პლასტიკის სტუდია, რომლის ბაზაზეც 1924 წელს შეიქმნა რიტმის ინსტიტუტი. აქ უპირატესობას ანიჭებდნენ სცენური ჟესტის ცნობილი ფრანგი თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, ფრანსუა დელსარტის იდეებს, ვის სახელსაც უკავშირდება ტერმინი "ესთეტიკური ტანვარჯიში". მხატვრული ტანვარჯიში სპორტული მიმართულებით 1940-იანი წლების მიწურულს განვითარდა. 1948 წელს თბილისში მოეწყო მეორე საკავშირო დათვალიერება-კონკურსი, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში კი გაიხსნა მხატვრული ტანვარჯიშის ორი ჯგუფი. ლენინგრადიდან მოიწვიეს ცნობილი ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი იულია შიშკარიოვა, რომელმაც შეადგინა და დანერგა ორიგინალური ვარჯიშები. საქართველოს ტანმოვარჯიშეები საკავშირო შეჯიბრებებში 1950 წლიდან ჩაებნენ, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებები 1970-იან წლებში მოიპოვეს, როცა ნაკრებს სათავეში ჩაუდგა შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი ნელი სალაძე. მან შექმნა მხატვრული ტანვარჯიშის ქართული სკოლა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1979 წელს ირინე გაბაშვილი და ლალი დოლიძე საბჭოთა გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე ჩემპიონატში გაბაშვილმა ბურთით ვარჯიში მოიგო, მრავალჭიდში კი III ადგილი დაიკავა. დიდ სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ აგრეთვე ინგა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, მარინა ხალილოვა, მაია მორბედაძე და სხვები. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ ეკა აბრამია (1996, XXV ადგილი) და ინგა თავდიშვილი (2000, XXI ადგილი).

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 1992 წლის 18 ივლისიდან ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია. პრეზიდენტები: ანზორ ღონღაძე (1991-04), რუსუდან სიხარულიძე (2004-?), კონსტანტინე ლაშხი (დღემდე)

    შედეგები
    მხატვრული ტანვარჭიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    ლალი დოლიძე - პირველი ადგილი
    მხატვრული ტანვარჭიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    ლალი დოლიძე - პირველი ადგილი
    მხატვრული ტანვარჯიში - ევროპის ჩემპიონატი 1986, ფლორენცია, იტალია
    ირმა ყიფშიძე - მეორე ადგილი
    მხატვრული ტანვარჯიში - ევროპის ჩემპიონატი 1980, ამსტერდამი, ნიდერლანდები
    ირინა ჟემჩუჟინა - მეორე ადგილი
    მხატვრული ტანვარჭიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    ირინე გაბაშვილი - პირველი ადგილი